განაცხადის მიღების წესი
პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარების სასესხო განაცხადების მიღება განხორციელდება სააგენტოს პარტნიორ კომერციულ ბანკებში:
- სს „ტერაბანკი“
- სს „პროკრედიტ ბანკი“
- სს „ლიბერთი ბანკი“
- სს „ბაზისბანკი“
- სს „ვითიბი ბანკი“
- სს „ბანკი ქართუ“
კრედიტის დამტკიცების შემდეგ, კომერციული ბანკი, წინასწარ სესხის გაცემამდე, ბენეფიციარზე წერილობით გასცემს ინფორმაციას დამტკიცებული სესხის პარამეტრების შესახებ, რომელსაც ბენეფიციარი აგზავნის სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: pilotregions@rda.gov.ge - ზე, დაფინანსების მოთხოვნის განაცხადთან ერთად.
განაცხადის განხილვის და დამტკიცების წესი
წერილობით მიღებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს მიერ დადგინდება დამტკიცებული სესხის პირობების და კრიტერიუმების შესაბამისობა პროგრამის, პროცედურის და ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, სააგენტო იღებს დადებით გადაწყვეტილებას და ინფორმაციას უგზავნის ბენეფიციარს და ბანკს.
შეთანხმების გაფორმება
დაფინანსების დამტკიცების შემდეგ, სააგენტო ბენეფიციართან და ბანკთან აფორმებს სამმხრივ შეთანხმებას.
კომერციული ბანკი უფლებამოსილია გასცეს დამტკიცებული სესხი მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააგენტოსა, ბანკსა და ბენეფიციარს შორის გაფორმდება სამმხრივი შეთანხმება, მაგრამ არაუგვიანეს შეთანხმების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, იმ შემთხვევაში თუ საფინანსო ინსტიტუტი ვერ უზრუნველყოფს სესხის/ტრანშის გაცემას, 30 კალენდარული დღის ვადაში, სააგენტოს, საფინანსო ინსტიტუტსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული დაფინანსების სამმხხრივი შეთანხმება შეწყდება.
დაფინანსების გადახდის წესი
სესხის გაცემის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ სააგენტო ახორციელებს კომერციულ ბანკში სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე თანხის განთავსებას სესხის მოცულობის არაუმეტეს 60%-ის მოცულობით. სააგენტოს ვალდებულება დაფინანსების თაობაზე შესრულებულად ითვლება, ამ თანხის ბენეფიციარის ანგარიშზე მოხვედრისთანავე.
სააგენტოს დაფინანსების თანხა განთავსდება კომერციულ ბანკში სააგენტოს ანგარიშზე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბენეფიციარების დაფინანსების მიზნით.
მას შემდეგ რაც ბენეფიციარი მოახდენს სესხის მიზნობრიობის შესრულებას, რაც დადასტურებული უნდა იყოს ხელშეკრულებით და შეთანხმებით გათვალისწინებული წესით, სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, ბანკი მოახდენს სააგენტოს ანგარიშიდან ბენეფიციარის ანგარიშზე სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ის გადარიცხავს, რომლის გამოყენების უფლება ბენეფიციარს ექნება საკუთარი შეხედულემისამებრ.