პროგრამის მიზნობრიობები და შეზღუდვები
პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ახალი საწარმოების შექმნას, ასევე არსებული საწარმოების მოდერნიზება ან/და გაფართოებას, რომელიც მოიცავს:
1. ძირითადი საშუალებების დაფინანსებას, მათ შორის: მანქანა-დანადგარები, წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და სპეციალიზებული ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების დაფინანსება;
2. საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას - მხოლოდ ნედლეულის შეძენის, არაუმეტეს პროექტის ჯამური ღირებულების (სესხის თანხის) 20%-ის ოდენობით დაფინანსებას.
პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება შემდეგი ბიზნეს მიმართულებები:
- სათამაშო ბიზნესი (აზარტული თამაშები);
- ვაჭრობა;
- საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო);
- ექსტრემალური სპორტი და მასთან დაკავშირებული მომსახურება;
- სატრანსპორტო მომახურება;
- სამშენებლო (დეველოპერული) საქმიანობა;
- სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება;
- სამხედრო, ბირთვულ, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოება;
- საქველმოქმედო საქმიანობა;
- კვების ობიექტები;
- სასტუმრო (მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმრო);
- უძრავი ქონების შეძენა;
- წლის/აქციების/პაის შეძენა;
- რელიგიური, პოლიტიკური, საომარი და სხვა მსგავსი აქტივობები.
დაუშვებელია, სააგენტოს დაფინანსების თანხით დაფინანსდეს:
1. ნებისმიერი ვალდებულების გადაფარვა;
2. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა, გარდა წარმოებისთვის საჭირო სპეციალიზებული ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;
3. მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად (მათ შორის ტრანსპორტირება, ხელფასები, დაზღვევის და კომუნალური გადასახადები).
დაუშვებელია:
- აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი, მოხმარდეს ბენეფიციარის სხვა სესხების რეფინანსირებას/რესტრუქტურიზაციას.
- აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხებზე გავრცელდეს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების დაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139-ე განკარგულების პირობები, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილების პირობები ან/და „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით გათვალისწინებული საკრედიტო საგარანტიო სქემა.
- ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე გაიცეს, პროგრამის ჯამური ბიუჯეტის 25%-ზე მეტი, რეგიონალურ ჭრილში.