პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
- პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს პროგრამით გათვალისწინებულ საპილოტე რეგიონში სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან იჯარით მიღებული უნდა ჰქონდეს უძრავი ქონება (იჯარის დარჩენილი პერიოდი პროგრამაში განაცხადის წარდგენისას უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს), რომელზეც განხორციელდება სესხის თანხის ინვესტირება.
- კომერციული ბანკის მიერ სესხის გაცემა დასაშვებია როგორც ფიქსირებულ, ასევე ცვლად (მცურავ) საპროცენტო განაკვეთში, რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული არაუმეტეს 5% სესხის დამტკიცების თარიღში.
- ბენეფიციარისთვის განკუთვნილი მთლიანი დაფინანსების თანხიდან განხორციელდება, არა უმეტეს პროექტის ფარგლებში აღებული სესხის პირველი 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსება, მაგრამ არაუმეტეს სესხის თანხის 30%-ისა, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 26 თვის განმავლობაში.
- პოტენციური ბენეფიციარის მიერ პროექტის განხორციელება დაგეგმილი უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებულ რეგიონში, სადაც რეგისტრირებულია და ოპერირებს.
- ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: იურიდიული პირის შემთხვევაში - გასული კალენდარული წლის განმავლობაში ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 20,000,000 ლარს, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - გასული კალენდარული წლის განმავლობაში ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 100,000 ლარს.