პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

შევსებული განაცხადის ფორმა (ბრენდირების მიზნობრიობის შემთხვევაში, ბრენდინგის მზადყოფნის კითხვარი), რომელსაც თან ერთვის განაცხადის თანმდევი დოკუმენტაციის ნუსხა  მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურში ან რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge -ზე.

მონაწილე ვალდებულია:

უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების დანერგვა და სერთიფიცირება ან/და  იმ ღონისძიებების გატარება, რომელიც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის მწაროებელი ან და გამამამუშავებელი ბიზნესოპერატორის აღიარების მინიჭებისთვის,  შესაბამისი მიზნობრიობის თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 36 თვის ვადაში;

უზრუნველყოს ბრენდირებისა და შეფუთვის დიზაინის შექმნა თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 18 თვეში.

არ გაასხვისოს  პროდუქტის ბრენდირებისათვის საჭირო აღჭურვილობა ხელშეკრულების გაფორმებიდან  24 თვის განმავლობაში.

*შენიშვნა - ტერმინთა განმარტება.