პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2024 წლის 7 ოქტომბრის 12:00 საათიდან


თუ ხართ დაინტერესებული სასათბურე მეურნეობით, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება. 

პროგრამის მიზანი და ამოცანა

„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის  გზით. 

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა,  მათ შორის არასეზონურ პერიოდში.

პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის  განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.


საქართველოს მთავრობის დადგენილება

სიახლეები