პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს   უნდა გააჩნდეს  სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან იჯარით მიღებული უნდა ჰქონდეს უძრავი ქონება (იჯარის დარჩენილი პერიოდი  პროგრამაში განაცხადის წარდგენისას უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში), რომელზეც განხორციელდება სესხის თანხის ინვესტირება.

კომერციული ბანკის მიერ სესხის გაცემა დასაშვებია როგორც ფიქსირებულ, ასევე ცვლად (მცურავ) საპროცენტო განაკვეთში, რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული არაუმეტეს 5% სესხის დამტკიცების თარიღში.

ბენეფიციარისთვის განკუთვნილი მთლიანი დაფინანსების თანხიდან სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 26 თვის განმავლობაში განხორციელდება პროექტის ფარგლებში აღებული სესხის არაუმეტეს პირველი 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსება.