პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამაში მონაწილეობის პირობები

პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას დაფინანსების სახით, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად (მათ შორის საბრუნავი საშუალებებისთვის).

სასათბურე მეურნეობა მოიაზრებს კონსტრუქციულ ნაგებობას, გარდა ხის კონსტრუქციით მოწყობილი ნაგებობისა, რომელიც გადახურულია გამჭირვალე ან ნახევრად გამჭირვალე მასალით და განკუთვნილია ბოსტნეულის კულტურების საწარმოებლად წელიწადის სხვადასხვა პერიოდში და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას. 

სასათბურე მეურნეობაში უნდა იწარმოებოდეს ბოსტნეული კულტურები. 

პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება სატრანსპორტო საშუალებების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და მისაბმელის შეძენა.

დაუშვებელია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხი, მოხმარდეს ბენეფიციარის სხვა სესხების რეფინანსირებას/რესტრუქტურიზაციას.

დაუშვებელია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხებზე  გავრცელდეს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ პირობები;  „სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პირობები ან/და „სახელმწიფო პროგრამა − საკრედიტო საგარანტიო სქემით გათვალისწინებული პირობები“.

პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია, დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.