პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ტერმინთა განმარტება

პოტენციური ბენეფიციარი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური  ან იურიდიული პირი, რომელშიც  სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;

პროგრამის ბენეფიციარი - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელშიც  სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება;

კომერციული ბანკი - პროექტში მონაწილე საქართველოში რეგისტრირებული ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელიც  ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში; 

ხელშეკრულება - სააგენტოს და კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;  

თანადაფინანსების შეთანხმება  - სააგენტოს, კომერციულ ბანკსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; 

პროექტი - სააგენტოს პარტნიორი კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი პოტენციური ბენეფიციარის სესხის დამტკიცების განაცხადით გათვალისწინებული ბიზნეს საქმიანობა, რომლის დაფინანსებისთვისაც  გაიცემა ფულადი სახსრები პროგრამის პირობების შესაბამისად;

სასათბურე მეურნეობა - კონსტრუქციული ნაგებობა, გარდა ხის კონსტრუქციით მოწყობილი ნაგებობისა, რომელიც გადახურულია გამჭირვალე ან ნახევრად გამჭირვალე მასალით და განკუთვნილია ბოსტნეული  კულტურების საწარმოებლად წელიწადის სხვადასხვა პერიოდში და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა;

დაფინანსება - პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროექტის ბენეფიციარზე გაცემული  ფულადი სახსრები;

საქონელი - ახალი სასათბურე მეურნეობების მოწყობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებები;

მომსახურება - ახალი სასათბურე მეურნეობების მოწყობისთვის გასაწევი მომსახურება;

საბრუნავი საშუალება - სასათბურე მეურნეობისთვის სარგავი/სათესლე მასალა და მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდები, აგროქიმიკატები და სხვა დამხმარე საშუალებები.

 

სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში  ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

ფერმერმა ილია ნახუცრიშვილმა 500 კვ/მ სასათბურე მეურნეობა სახელმწიფო პროგრამის...