პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

განაცხადის მიღების წესი

ამჟამად პროგრამაში ჩართულნი არიან შემდეგი კომერციული ბანკები: 

არსებულ ჩამონათვალს მოგვიანებით სხვა კომერციული ბანკებიც შეუერთდებიან. 

პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარების სასესხო განაცხადების მიღება განხორციელდება სააგენტოს პარტნიორ კომერციულ ბანკებში.

ბანკებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

კრედიტის დამტკიცების შემდეგ, კომერციული ბანკი, წინასწარ სესხის გაცემამდე, ბენეფიციარზე წერილობით გასცემს ინფორმაციას დამტკიცებული სესხის პარამეტრების შესახებ, რომელსაც ბენეფიციარი აგზავნის სააგენტოს ელექტრონულ  ფოსტაზე: satburi@rda.gov.ge - ზე, დაფინანსების მოთხოვნის განაცხადთან ერთად.

განაცხადის განხილვის და დამტკიცების წესი 

წერილობით მიღებული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს მიერ დადგინდება დამტკიცებული სესხის პირობების და კრიტერიუმების შესაბამისობა პროგრამის, პროცედურის და ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან, სააგენტო იღებს დადებით გადაწყვეტილებას და ინფორმაციას უგზავნის ბენეფიციარს და ბანკს.

შეთანხმების გაფორმება

დაფინანსების დამტკიცების შემდეგ, სააგენტო  ბენეფიციართან და ბანკთან  აფორმებს სამმხრივ შეთანხმებას.

კომერციული ბანკი უფლებამოსილია გასცეს დამტკიცებული სესხი მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააგენტოსა, ბანკსა და ბენეფიციარს შორის გაფორმდება სამმხრივი შეთანხმება, მაგრამ არაუგვიანეს შეთანხმების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, იმ შემთხვევაში თუ საფინანსო ინსტიტუტი ვერ უზრუნველყოფს სესხის/ტრანშის გაცემას, 30 კალენდარული დღის ვადაში, სააგენტოს, საფინანსო ინსტიტუტსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული დაფინანსების სამმხხრივი შეთანხმება შეწყდება.

დაფინანსების გადახდის წესი

სააგენტოს დაფინანსების თანხა განთავსდება კომერციულ ბანკში სააგენტოს ანგარიშზე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბენეფიციარების დაფინანსების მიზნით. 

მას შემდეგ რაც ბენეფიციარი პროგრამის და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სესხის თანხის მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებას დაადასტურებს, რაც დადასტურებული უნდა იყოს ხელშეკრულებით და შეთანხმებით გათვალისწინებული წესით, , იგი დამატებით მიიღებს პროცენტის დაფინანსების შემდგომ დარჩენილ სააგენტოს თანადაფინანსების თანხას, სესხის თანხის არაუმეტეს 30%-ს, რომელსაც სააგენტო გადარიცხავს ბენეფიციარის ანგარიშზე, რომლის გამოყენების უფლება ბენეფიციარს ექნება საკუთარი შეხედულემისამებრ.