პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა  (ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსება/ანაზღაურება)

  • პოტენციური ბენეფიციარის დირექტორის ან/და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • მომსახურების ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 
    • მხარეთა რეკვიზიტები; 
    • მომსახურების დასახელება;
    • ჯამური ღირებულება და ვალუტა;
  • ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დამდგენი ორგანოს საბანკო რეკვიზიტები;

ევროკომისიის მიერ აღიარებული აკრედიტებული ლაბორატორიების (სერტიფიცირების ორგანოს) ინვოისის/ხელშეკრულების წარმოდგენის შემთხვევაში:

  • ევროკომისიის მიერ აღიარებული აკრედიტებული ლაბორატორიების (სერტიფიცირების ორგანოს) აკრედიტაციის/სერტიფიცირების დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
  • პოტენციური ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტ(ებ)ი.

სიახლეები

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის...