პოტენციური ბენეფიციარი - საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელიც არის ერთი შინამეურნეობის წარმომადგენელი ან ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებელი პირი;
შინამეურნეობა - ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც ექვემდებარებიან ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით), ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობებით (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი ადამიანისგანაც).
ბენეფიციარი - პირი, რომელიც აკმაყოფილებს პოტენციური ბენეფიციარის კრიტერიუმებს და რომელთანაც შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების შეთანხმება;
განაცხადი თანადაფინანსების მიღებაზე − პოტენციური ბენეფიციარის მიერ სს ,,ლიბერთი ბანკში“ შევსებული განაცხადი პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებებისა და სააგენტოს მიერ მისაღები თანადაფინანსების შესახებ;
თანადაფინანსება - პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები;
ბანკი – სს „ლიბერთი ბანკი“, რომელთანაც სააგენტო პროგრამის ფარგლებში გააფორმებს ხელშეკრულებას, ბენეფიციარ(ებ)ისათვის ანგარიშ(ებ)ის გახსნის ან/და ბარათ(ებ)ის დამზადების ან/და გაცემის ან/და უკვე არსებულ ანგარიშ(ებ)ზე/გადაცემულ ბარათ(ებ)ზე სააგენტოს თანადაფინანსების დარიცხვისა და მათი პროგრამის პირობების შესაბამისად გამოყენების მიზნით;
ენერგოეფექტური ღუმელი - პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების (პარამეტრების) შესაბამისი ღუმელი, რაც უნდა დასტურდებოდეს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის/ ევროკომისიის მიერ აღიარებული აკრედიტებული ლაბორატორიის (სერტიფიცირების ორგანოს) მეიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით;
მწარმოებელი - პოტენციური ბენეფიციარი, რომელიც აწარმოებს ენერგოეფექტურ ღუმელებს და რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს სააგენტო, მათ მიერ ლაბორატორიიდან წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით;
მიმწოდებელი - მწარმოებელი, ასევე სხვა მეწარმე ფიზიკური/ იურიდიული პირი რომელიც რეალიზაციას უწევს პროგრამით განსაზღვრული კრიტერიუმების (პარამეტრების) მქონე ენერგოეფექტურ ღუმელებს და რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს სააგენტო;
ლაბორატორია - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრი /ევროკომისიის მიერ აღიარებული აკრედიტებული ლაბორატორიის ( სერტიფიცირების ორგანო);
ლაბორატორიული მომსახურება - ლაბორატორიის მიერ მწარმოებელი პოტენციური ბენეფიციარისათვის ენერგოეფქტური ღუმელის პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენა.