პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება)

  • შევსებული განაცხადის ფორმა
  • პოტენციური ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • თანამონაწილეობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ენერგოეფექტური ღუმელის საგარანტიო დოკუმენტი (საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის ფორმაზე ხელმოწერიდან არანაკლებ 2 წლის ვადით) გაცემული მწარმოებლის ან/და მიმწოდებლის მიერ, რომელიც  აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს  შემდეგ ინფორმაციას:
    • მხარეთა მონაცემები;
    • ენერგოეფექტური ღუმელის დასახელება, მოდელი, სერიული ნომერი;
    • ჯამური ღირებულება ეროვნულ ვალუტაში;
    • მწარმოებლის საბანკო რეკვიზიტები.
  • ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან შემდეგი სახის დახმარების მიღებასთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში):
    • სახელმწიფო პენსია;
    • სოციალური პაკეტი;
    • სახელმწიფო სუბსიდია;
    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო კომპენსაცია;
    • საარსებო შემწეობა;
    • მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების დახმარება;
    • დასაქმებულის გარდაცვალების შემდეგ გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია;
    • შრომითი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სოციალური დახმარება;
    • მიწისქვეშა სამთო სამუშაოებში (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალური დახმარება;
    • იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები;
    • სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული და გადასახლების საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახები.

  • ცნობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან ენერგოეფექტური ღუმელის განსათავსებელი სოფელის გამყოფ ხაზთან მდებარეობის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში)

სიახლეები

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის...