ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება
კომპონენტის ფარგლებში, ენერგოეფექტური ღუმელების შეძენით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ თანადაფინანსება.
თანადაფინანსება შეადგენს ღუმელის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს.
იმ შემთხვევაში, თუ ღუმელი უნდა განთავსდეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ(ებ)ში ან/და თუ ბენეფიციარი სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან იღებს შემდეგი სახის დახმარებებს/დახმარებას: სახელმწიფო პენსიას; სახელმწიფო სუბსიდიას; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახელმწიფო კომპენსაციას; საარსებო შემწეობას; მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების დახმარებას; მარჩენალის გარდაცვალების შემდეგ გაცემულ სახელმწიფო კომპენსაციას; შრომითი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სოციალურ დახმარებას; მიწისქვეშა სამთო სამუშაოებში (შახტებსა და მაღაროებში) დასაქმებული პირების სოციალურ დახმარებას ან /და მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი ან/და მინიჭებული აქვს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების სტატუსი (ეკომიგრანტები), თანადაფინანსება განისაზღვრება 75%, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარი.
პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ის ენერგოეფექტური ღუმელები, რომლებიც დააკმაყოფილებენ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (პარამეტრებს).
ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებლების/მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
პროგრამა ითვალისწინებს ერთ შინამეურნეობაზე მხოლოდ ერთი ენერგოეფექტური ღუმელის თანადაფინანსებას, რასაც უნდა ადასტურებდეს ბენეფიციარი განაცხადის წარმოდგენისას.