პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ვალდებულებები (ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება)

თანადაფინანსების მისაღებად, პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა შეასრულოს ქვემოთ მოცემული ვალდებულებები და დაადასტუროს განაცხადზე ხელმოწერით.

  • უზრუნველყოფს ენერგოეფექტური ღუმელის მონტაჟს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად, განაცხადში მითითებულ მონტაჟის მისამართზე;
  • თანადაფინანსების მიღების შემდეგ, არ უნდა გაასხვისოს ენერგოეფექტური ღუმელი ხუთი წლის განმავლობაში.
  • თანადაფინანსების გაცემიდან ხუთი წლის განმავლობაში, საკუთარი ნებით არ უნდა გადაიტანოს ენერგოეფექტური ღუმელი სხვა მისამართზე, ხოლო მისამართის ცვლილების შემთხვევაში უნდა აცნობოს სააგენტოს და მოითხოვოს თანხმობა ახალ მისამართზე ენერგოეფექტური ღუმელის მონტაჟის შესახებ (გარდა მომთაბარეებისა);    
  • მისი შინამეურნეობა ისარგებლებს თანადაფინანსებით მხოლოდ ერთი ენერგოეფექტური ღუმელის შესასყიდად;
  • პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის პერსონალური მონაცემები, რომელიც სააგენტოსა და გერმანიის განვითარების თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ GmbH) მიერ გროვდება და მუშავდება პროგრამის ფარგლებში გამოკითხვაში/კვლევაში მონაწილეობისთვის ინახება 6 წლის ვადით, ხოლო პოტენციური ბენეფიციარის/ბენეფიციარის პერსონალური მონაცემები, რომელსაც მოიცავს ფინანსური ხასიათის დოკუმენტები ინახება საბოლოო ფინანსური ანგარიშგების წარდგენიდან  10 წლის ვადით.

სიახლეები

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის...