პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამაში მონაწილეობისთვის გასავლელი ეტაპები (ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება)

ენერგოეფექტური ღუმელის შესასყიდად, დაინტერესებულმა პირმა პირველ რიგში უნდა მიმართოს მწარმოებელს (რომელსაც აქვს ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის დოკუმენტი ან ახორციელებს ასეთი ტიპის ენერგოეფექტური ღუმელის რეალიზაციას) ან მიმწოდებელს (რომელიც ახდენს პროგრამაში ჩართული მწარმოებლების ენერგოეფექტური ღუმელების რეალიზაციას) - აირჩიოს სასურველი ღუმელი და გადაიხადოს საკუთარი თანამონაწილეობის თანხა, რომელიც შესაძლოა იყოს, როგორც სესხი (მათ შორის, განვადება) ან საკუთარი სახსრები;  

ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებლების/მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

შესყიდვის შემდგომ, მწარმოებელი/მიმწოდებელი პოტენციურ ბენეფიციარს უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტით (წარმოსადგენი დოკუმენტების ნაწილი): 

  • ენერგოეფექტური ღუმელის საგარანტიო დოკუმენტი.

შენიშვნა: მწარმოებლების/მიმწოდებლების სია განისაზღვრება მას შემდეგ, რაც მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი იქნება ენერგოეფექტური ღუმელის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის დოკუმენტი, ასევე ინფორმაცია იმ მიმწოდებლების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება მის მიერ წარმოებული ენერგოეფექტური ღუმელ(ებ)ის რეალიზაცია. მწარმოებლების/მიმწოდებლების სია გამოქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.   

პოტენციურმა ბენეფიციარმა შინამეურნეობაში ღუმელი უნდა დაამონტაჟოს მწარმოებლის/მიმწოდებლის მიერ გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

თანადაფინანსების მისაღებად და განაცხადის გასაკეთებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და დაურთოს თანმდევი დოკუმენტები.

განაცხადის ბანკში წარდგენა სს „ლიბერთი ბანკში“ შესაძლებელია, როგორც პოტენციური ბენეფიციარის, ასევე მწარმოებლის მიერ. ბანკში განაცხადის მწარმოებლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, განაცხადისა და წარმოდგენილი დოკუმენტების სრულად წარდგენაზე პასუხისმგებელია მწარმოებელი/მიმწოდებელი. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის ან/და მიმწოდებლის მხრიდან მოხდება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შეცვლა ან/და წარმოდგენილი დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენა ბანკში, სააგენტო იტოვებს უფლებას არ გასცეს მწარმოებელზე/მიმწოდებელზე თანადაფინანსება.  

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და წარმოდგენილი დოკუმენტები შესაბამისობაშია პროგრამის პირობებთან, სს - ლიბერთი ბანკი თანადაფინანსების თანხას (პროგრამის პირობების შესაბამისად) გადარიცხავს ენერგოეფექტური ღუმელის მწარმოებელთან. 

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის შესაბამისობაში პროგრამის პირობებთან, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება ხარვეზის მიზეზი და მიეცემა ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი ვადა. 

ხარვეზის აღმოსაფხვრელად, პოტენციურმა ბენეფიციარმა ბანკში ან მწარმოებელთან/მიმწოდებელთან უნდა წარადგინოს მხოლოდ გასწორებული დოკუმენტი. 

თუ ბენეფიციარის მიერ არ იქნება გამოსწორებული ხარვეზი, განაცხადი იქნება უარყოფილი, რომლის შემდეგაც პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია წარადგინოს ახალი განაცხადი.

 

სიახლეები

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის...