პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები


პროგრამის ფარგლებში, განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს. 

განაცხადის შესავსებად, პოტენციური ბენეფიციარი ან უფლებამოსილი პირი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე.

მართვის პანელში, აირჩევთ ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას, შეავსებთ განაცხადის ფორმის ველებს და ატვირთავთ წარმოსადგენი დოკუმენტების ელექტრონულ ვერსიებს. 

იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

განაცხადის სრულად შევსების შემდგომ, გადასაგზავნად უნდა დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს, განაცხადის გადაგზავნაზე თანხმობის  შემდგომ, მისი კორექტირება არ არის შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება პროგრამისა და პროცედურის პირობებს პოტენციურ ბენეფიციარს გაუფორმდება ხელშეკრულება თანადაფინანსების შესახებ. 

 

სიახლეები

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც ...