პროგრამაში მონაწილეობის პირობები
მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი, სადაც იგეგმება:
ა) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვისა ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემის) მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.2 ჰა-ს, მიწის ნაკვეთები შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, სადაც შესაძლებელია ერთიანი სარწყავი სისტემის მოწყობა;
ბ) ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვისა ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის დაწვიმების (სპრინკლერ) სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.2 ჰა-ს, მიწის ნაკვეთები შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, სადაც შესაძლებელია ერთიანი სარწყავი სისტემის მოწყობა;
გ) ერთწლოვანი ან/და მრავალწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებისთვის აგრომეტეოროლოგიური სადგურ(ებ)ის მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 ჰა-ს;
დ) სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის ან/და სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის გამოყენება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0.2 ჰა-ს
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ერთ საკადასტრო კოდზე ერთი ბენეფიციარი.
შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არანაკლებ 400 კვ.მ. სასათბურე მეურნეობის მოწყობა.