პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

თანადაფინანსების პირობები და შეზღუდვები

პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის თანადაფინანსება ჯამურად განისაზღვრება არაუმეტეს 30,000 ლარით.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს:

  • საკუთარი ფულადი სახსრები
  • სესხი
  • „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაცემული სესხი
  • სხვა წყაროდან მიღებული დაფინანსება

თუ ბენეფიციარი საკუთარი თანამონაწილეობის თანხას შეიმცირებს, სხვა წყაროდან მიღებული დაფინანსებით, მისი თანამონაწილეობა არ  უნდა იყოს პროექტის ჯამური ღირებულების  25%-ზე ნაკლები.

თანადაფინანსების პროცენტული წილი და ზღვრული ოდენობები,  ბენეფიციარის ტიპისა და განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით იხილეთ ქვემოთ: 

პროგრამის მიზნობრიობა თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული წილი და თანხის ოდენობა ერთ ბენეფიციარზე
სხვა დანარჩენი ბენეფიციარი ახალგაზრდები/იურიდიული პირი, რომლის დამფუძნებლების არანაკლებ 50% არიან ახალგაზრდები   წმოს წევრი/ იურიდიული პირი, რომლის დამფუძნებლების არანაკლებ 50% არიან წმოს წევრები
1 სასათბურე მეურნეობის მოწყობა (400 მ2-დან) 50% 55% 60%
[20,000 ლარი] [20,000 ლარი] [20,000 ლარი]
2 ერთწლოვანი კულტურების ან/და  მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების)  მოწყობა 50% 55% 60%
(1ჰა-ზე არაუმეტეს 2,500 ლარი) [30,000 ლარი] [30,000 ლარი]  [30,000 ლარი]
3 ერთწლოვანი კულტურების ან/და მარწყვის ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის დაწვიმების (სპრინკლერი) სარწყავი სისტემის (მათ შორის ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების მოწყობა)  50% 55% 60%
(1ჰა-ზე არაუმეტეს 6,000 ლარი) [20,000 ლარი] [20,000 ლარი] [20,000 ლარი]
4 მზის ენერგიაზე მომუშავე არაუმეტეს 5 კვტ/სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მოწყობა 50% 55% 60%
[10,000 ლარი] [10,000 ლარი] [10,000 ლარი]
5 ერთწლოვანი ან/და მრავალწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებისთვის აგრო  მეტეოროლოგიური სადგურების მოწყობა 50% 55% 60%
[10,000 ლარი] [10,000 ლარი] [10,000 ლარი]
6 სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის შეძენა 50% 55% 60%
[5,000 ლარი] [5,000 ლარი] [5,000 ლარი]
7 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, ამასთან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - ხელის ტრაქტორის (მოტობლოკი) თანხა განისაზღვრება ცხენის ძალების მიხედვით* 50% 55% 60%
[3,000 ლარი] [3,000 ლარი] [3,000 ლარი]

 

* სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) შეძენის შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, კერძოდ:

- 7-დან 9 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 1,000 ლარს;
- 9-დან 11 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 1,300 ლარს;
- 11-დან 13 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის შემთხვევაში არაუმეტეს 1,700 ლარს;
- 13 და მეტი ცხ.ძ-ის სიმძლავრის  შემთხვევაში არაუმეტეს 2,000 ლარს;

** თუ პროგრამის ბენეფიციარი ახალგაზრდაცაა და წმო-ს წევრიც მიიღებს მხოლოდ დამატებით 10% დაფინანსებას.

პროგრამის მონიტორინგი

სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.

ბენეფიციარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული პირის დასკვნით.



 

სიახლეები

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც ...
ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...