პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

პოტენციური ბენეფიციარი - საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სადაც განხორციელდება პროექტი, უნდა იყოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში), რომელსაც არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა).

პოტენციური ბენეფიციარი ან/და მისი დამფუძნებელი/მეწილე/აქციონერი/მეპაიე ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ფლობს წილს/აქციას/პაის პროგრამის ფარგლებში მისთვის საქართველოში რეგისტრირებულ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ/მშენებლობის შემსრულებელ  კომპანიაში.  

პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე).

სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ის თანადაფინანსების შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებაში ან/და ლიზინგის უფლებით უნდა გააჩნდეს გამწევი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

 

სიახლეები

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც ...
ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...