პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 2025 წლის 28 აპრილის 12:00 საათზე


თუ გაქვთ ირიგაციით უზრუნველყოფილი მიწის ნაკვეთი და ხართ დაინტერესებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით, შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება. 

პროგრამის მიზანი და ამოცანა

პროგრამის მიზანია წყლით უზრუნველყოფილ არეალებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი გარემოს შექმნა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის გზით.

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სოფლად ეფექტური სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა, ნიადაგის ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა, ასევე იმ პროცესების მართვის გაუმჯობესება, რომელზეც მათი საქმიანობაა დამოკიდებული.

პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის  განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა ხორციელდება საგარეჯოს, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, ასევე ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ  ყველა სოფელსა და  სოფელ კაჭრეთში.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

სიახლეები

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი რომელთა მიწის ნაკვეთიც ...
ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...