პროგრამის მიზნობრიობები
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მიზნობრიობები:
- ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვისა ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის თანადაფინანსება;
- ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ან/და მარწყვისა ან/და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის დაწვიმების (სპრინკლერ) სარწყავი სისტემის (მათ შორის, ფერტიგაციისა და ფილტრაციის სისტემების) მოწყობის თანადაფინანსება;
- სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსება;
- ერთწლოვანი ან/და მრავალწლოვანი კულტურების პირველადი წარმოებისთვის აგრომეტეოროლოგიური სადგურ(ებ)ის მოწყობის თანადაფინანსება;
- სასოფლო-სამეურნეო მისაბმელ(ებ)ისა (ჩიზელური გუთანი როლერით, კვალზე/ბაზოზე ფირის/ცელოფნის დამგები, როტორული ტიპის რიგთაშორის ნიადაგის გამაფხვიერებელი კულტივატორი ცალმხრივი, ასევე ნებისმიერი, მათ შორის კლიმატგონივრული, სხვა სასოფლო - სამეურნეო მისაბმელი, გარდა ტრანსპორტირების მიზნებისთვის გამოსაყენებელი მისაბმელებისა) ან/და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 7 ცხ. ძ.-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) ან არანაკლებ 7 ცხ. ძ-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) და მასთან ერთად მისაბმელი (იმპლემენტი) კომპლექტში, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის) თანადაფინანსება;
- მზის ენერგიაზე მომუშავე არაუმეტეს 5 კვტ/სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მოწყობის თანადაფინანსება.
პოტენციურ ბენეფიციარს მზის ენერგიაზე მომუშავე არაუმეტეს 5 კვტ/სთ სიმძლავრის ელექტროსადგურის მოწყობის მიზნობრიობა დაუფინანსდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის ბენეფიციარი.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, არანაკლებ 400 კვ.მ. ახალი სასათბურე მეურნეობების მოწყობა ან/და არსებული სასათბურე მეურნეობების გაფართოება/მოდერნიზება (გათბობის სისტემის გარეშე) .
პროგრამის შეზღუდვები
პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება:
- უძრავი ქონების (მათ შორის, მიწის ნაკვეთი) შესყიდვა;
- სესხებისა და სხვა ვალდებულებების დაფარვა;
- საწარმოს აქციების/წილების შესყიდვა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით.