სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს არსებული მრავალწლიანი ბაღების მოდერნიზაციის ან/და ახალი მრავალწლიანი ბაღების გაშენების მიზნით პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური დახმარების გაწევას.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია თანადაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.
ფინანსური დახმარება
თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ან/და ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის სატუმბი სადგურის) ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნით, როგორც არსებულ მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის, ასევე გასაშენებელ ახალ მრავალწლოვან ხეხილის ბაღისთვის.
პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
1. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) საქართველოში დაფუძნებული საწარმო, მათ შორის, რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან არაპირდაპირ სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს, გარდა იმ საწარმოსა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.
კომპონენტის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
2. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად:
ა) პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი;
ბ) პოტენციური ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ს ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან / სს „საპარტნიორო ფონდისგან“/ ფიზიკური პირისგან / იურიდიული პირისგან გრძელვადიანი იჯარით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია მიწის ნაკვეთები (პოტენცირუი ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით აღებული) იყოს სხვადასხვა საკადასტრო კოდით, არსებული მიწის ნაკვეთები უნდა იყოს მომიჯნავე, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკადასტრო რუკით. იმ შემთხვევაში, თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა ხორციელდება რამოდენიმე მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა საკადასტრო კოდით, მათზე უნდა მოეწყოს ერთიანი სარწყავი სისტემა. ერთიანი სარწყავი სისტემა უნდა ემსახურებოდეს ერთ ან რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მრავალწლოვან ბაღს და მისი კომპლექტაცია უნდა შედგებოდეს ერთი ტუმბოსა და წყლის დაგროვების ერთი ავზისგან, ასევე სხვა მაკოპლექტებლებისგან.
მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც იგეგმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,5 ჰა-ს. მიწის ნაკვეთის ფართობი, რომელზეც იგეგმება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა არ უნდა ედოს ყადაღა.
წარმატების ისტორიები
ბლუბერი - ლურჯი მოცვის ბაღი
სიახლეები
სართიჭალაში ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოეწყო

გადაცემა ,,ბიზნეს პოსტი" - ლურჯი მოცვის კულტურა
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ
2023 წელს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბიუჯეტი იზრდება
პროგრამა ,,დანერგე მომავალი" - გადაცემა ,,კაპიტალი"
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებული 757 ქალი თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო
პროგრამის ,,დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 30 ოქტომბერს დაიწყება
