ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების მიერ, ინტერესთა საჯარო გამოხატვის გამოცხადების ვადა: აპრილი-სექტემბერი (ჩათვლით) პერიოდი |
ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება დასრულებულია ბაღის გაშენების აგროვადებია: დასავლეთ საქართველოში - 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში - 2023 წლის 10 ნოებრიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით |
ბაღების კომპონენტი
მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. მრავალწლოვანი კულტურების გაშენების პოტენციალი ქვეყნის რეგიონების მიხედვით განსხვავდება და შემდეგნაირად ნაწილდება:
კახეთი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ზეთისხილი, ალუბალი, გარგარი, ჟოლო, მაყვალი, ხურმა, ბროწეული, კივი, ლეღვი, კაკალი, ნუში, თხილი, ფსტა (ფისტა), ვაშლი, მსხალი, კომში.
შიდა ქართლი: გარგარი, ნუში, შინდი, კაკალი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში, თხილი.
ქვემო ქართლი: ვაშლი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ნუში, ბროწეული, მსხალი, ალუბალი, ხურმა, მაყვალი, კომში,ლეღვი, თხილი, ზეთისხილი (მხოლოდ გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში), ფსტა(ფისტა).
მცხეთა-მთიანეთი: ნუში, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში, თხილი.
სამცხე-ჯავახეთი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი, კომში.
იმერეთი: ლურჯი მოცვი, მაყვალი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ლეღვი, დაფნა (გარდა ტყიბულის, ჭიათურის, საჩხერის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებისა)
რაჭა - ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი: ქლიავი, ტყემალი, ბალი, ხურმა, კაკალი, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, კომში, ლეღვი.
სამეგრელო - ზემო სვანეთი: კაკალი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, მსხალი, ალუბალი, ბალი, ჟოლო, მაყვალი,ლეღვი, დაფნა.
გურია: მაყვალი, ჟოლო, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი,კაკალი, ლეღვი, დაფნა.
აჭარის ა/რ: კაკალი, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, ლურჯი მოცვი, ხურმა, კივი, ფეიხოა, თხილი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი,ლეღვი, დაფნა (გარდა ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებისა).
Ბაღების თანადაფინანსება და მრავალწლოვანი კულტურების გაშენების ხელშეწყობა ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.
ფინანსური დახმარება
Ფინანსური დახმარება გულისხმობს, როგორც ფულად დახმარებას ნერგების შეძენისთვის, ასევე თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისთვის.
დაფინანსდება შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში არაუმეტეს 80%.
თანადაფინანსებას დაექვემდებარება როგორც ადგილობრივად შეძენილი ნერგები, ისე იმპორტირებული. ამავდროულად, თითოეულ ნერგზე, დადგენილია მაქსიმალური თანადაფინანსება.
ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების Მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მაქსიმალური დაფინანსება 50%-ია, Მაგრამ არაუმეტეს 1,250 ლარი 0.5 ჰექტარზე. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის კოოპერატივებისთვის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში არაუმეტეს 60%, მაგრამ არაუმეტეს 1,500 ლარზე 0.5 ჰა-ზე.
შენიშვნა: არ ფინანსდება-გაუთვალისწინებელი/ სხვა ხარჯები; გეგმიური დაგროვება; ზედნადები ხარჯები
ტექნიკური დახმარება
ინტენსიური ბაღის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვისათვის თანადაფინანსების პროგრამის მონაწილეებს, სურვილის შემთხვევაში ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:
ა) გაშენებულ ბაღში ნერგების გასხვლის ტექნოლოგიების პრაქტიკული სწავლება;
ბ) მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების დანერგვა - IPM;
გ) ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების უზრუნველყოფის საკითხები;
შეზღუდვები
- ბაღების კომპონენტის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა მრავალწლოვანი კულტურების, ბაღების/პლანტაციების გაშენებით და რომელიც ფინანსების სიმწირისა და უკუგების შედარებით ხანგრძლივი პერიოდის გამო ვერ ახერხებდა ახალი ფართობების ათვისებას.
Პროგრამის მონაწილე შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) საქართველოში დაფუძნებული საწარმო, მათ შორის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
ბაღის კომპონენტის ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს.
- ბაღის კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად:
ა) მსურველი უნდა იყოს სრულწლოვანი;
ბ) პროგრამის მონაწილე უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც რეგისტრირებულია "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში", ერთი საკადასტრო კოდით მის სახელზე. ან მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან/აფხაზეთის/ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“/ ფიზიკური პირისგან/იურიდიული პირისგან (იჯარის დარჩენილი პეერიოდი უნდა იყოს მინიმუმ 10 წელი და ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“)
2.1. ამ მუხლის „ბ“ პუნქტში მითითებული მოთხოვნა სახელმწიფოსთან საიჯარო ურთიერთობაზე არ მოქმედებს, თუ საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროექტში მონაწილეობის შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დააფუძნებს საწარმო(ებ)ს, რომელსაც საკუთრებაში ან გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს) გადასცემს კუთვნილ მიწის ნაკვეთს.
3. ფსტას (ფისტა), დაფნის, ზეთისხილის, ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში თხილის კულტურის ბაღის გაშენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე.
3.1. პროგრამაში მონაწილეობა ერთ პირს რამდენჯერმე შეუძლია, მაგრამ მიღებული დაფინანსება, ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს 250,000 ლარს, Ხოლო ბაღის ფართობი 50 ჰექტარს.
3.2. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მრავალწლიანი კულტურების ბაღის გაშენება მინიმუმ 0.5 ჰექტარზე და მაქსიმუმ 50 ჰექტარზე.
3.3. თანადაფინანსების მოცულობა 0.5 ჰექტარზე ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 5,000 ლარს. ლურჯი მოცვის კულტურის შემთხვევაში 0.5 ჰექტარზე დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 7,500 ლარს.
3.4. ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა არ აღემატება 250,000 ლარს.
4. ბაღების კომპონენტის ფარგლებში, პირველ რიგში, დაფინასდება შესასყიდი ნერგების 70%. დარჩენილი სხვაობა მოხმარდება წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში - შესასყიდი ნერგების ღირებულების 80%, ხოლო სხვაობა გადანაწილდება წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობაზე.
წინაპირობა
- მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული არანაკლებ 40 სანტიმეტრზე.
- მიწის ნაკვეთი საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი, ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე იყოს ჭა ან ჭაბურღილი.“
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას.
3. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, არ უნდა ედოს ყადაღა.
4. განაცხადით გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი კულტურის ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა:
მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით და თანადაფინანსების ლიმიტები:
შენიშვნა: აღნიშნული თანადაფინანსების ლიმიტები ამოქმედდება 2022 წლის 28 თებერვლის შემდგომ წარმოდგენილ განაცხადებზე და არ გავრცელდება აღნიშნულ თარიღამდე წარმოდგენილ განაცხადებზე.
ნერგების შეძენა უნდა განხორციელდეს “დანერგე მომავალის" პროგრამის ფარგლებში შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებისგან ან მათი იმპორტირებით.
იმპორტი დაშვებულია მხოლოდ აშშ/ევროკავშირის/დიდი ბრიტანეთის ქვეყნებიდან (გარდა: პოლონური კომპანია - Szkolka drzew i krzewow ozdobnych) ან სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“.
შენიშვნა: ამ ეტაპისთვის „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ მიერ დადგენილი თურქეთის სანერგე მეურნეობების სია, რომლებიც აწარმოებენ მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების უვირუსო, სერტიფიცირებულ ნერგებს.
თურქეთის სანერგეები იხილეთ ბმულზე.
(Excel)
გარდა შემდეგი სანერგე მეურნეობისა: Neknari İç ve Dış Ticaret Ltd. Şti.
კომპონენტის ფარგლებში არ ფინანსდება თურქეთის სანერგე მეურნეობებიდან მიღებული კაკლის ნერგები.
იხილეთ უკრაინის სანერგეები
ბელარუსიის სანერგე მეურნეობები
ნერგების შეძენისას, ფერმერს შეუძლია, ნერგების მომწოდებელს, საკუთარი თანამონაწილეობის თანხა სრულად ან ნაწილობრივ გადაურიცხოს სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე ან/და განაცხადის წარდგენის შემდგომ, მაგრამ არაუმეტეს 12 თვით ადრე.
პროგრამის ფარგლებში დასაშვები ნერგების მახასიათებლები
ეტაპები
1. ნიადაგის სინჯების ასაღებად და ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად, შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ლაბორატორიებს:
- ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი "ანასეული" მისამართი: ოზურგეთი, ანასეული, მეცნიერების ქ.#9 ტელ: 790-65-11-15, 599928761 ელ. ფოსტა: zonaluri@mail.ru
- მულტიტესტი კვების პროდუქტების, ნიადაგის წიაღისეულის გამოცდის ქიმიური ლაბორატორია
მისამართი: თბილისი, სოფ. დიღომი, დიდგორის ქ. 13 ტელ: 214 48 48; ელ. ფოსტა: multitest@wanex.net - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰ.ფერის სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის ლაბორატორია.
მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240 ტელ: 591 67 68 58 ; 577 11 20 64 ელ. ფოსტა: t.urushadze@agruni.edu.ge - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „აგროეკოლოგიური სასწავლოსამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია“
საგამოცდო ლაბორატორია მისამართი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N17 ელ.ფოსტა: likaaptsiauri77@gmail.com ; ტელ.: 577 72 74 07 - შ.პ.ს ხარისხის ლაბორატორია - LLC Quality Lab (ს/კ: 406097236)
მისამართი: საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზ. #95ა , ტელ: +995 32 214 70 20; 596 830 830 , ელ.ფოსტა: info@qlab.ge , ვებგვერდი: www.qlab.ge - შპს გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, უზნაძის ქ., №78 ტელ.: 2955366; 2961485 ელ.ფოსტა.: info@hygiene.ge ვებგვერდი: www.hygiene.ge
ლაბორატორიის თანამშრომელი იღებს სინჯებს ადგილზე და ახდენს მათ ლაბორატორიულ ანალიზს. (ჩასატარებელი აუცილებელი ანალიზების სია)
2. ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში" წარადგენთ მიმართვას (სადაც მითითებული უნდა იყო ბაღში გასაშენებელი ყველა კულტურა) და ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს (მიმართვის ნიმუში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ)
შენიშვნა: ბენეფიციარმა გასაშენებელი ნაკვეთის ფართობიდან გამომდინარე, ცენტრს შესაფასებლად უნდა წარუდგინოს 5-7 ჰა-ს ჯერადი რაოდენობის ნიადაგის ანალიზები.
ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრი" დაადგენს ნიადაგის, თქვენ მიერ მიმართვაში დაფიქსირებულ კულტურებთან, შესაბამისობას.
მიმართავთ სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თქვენი რეგიონის რეგიონალურ სამსახურს მიწის ნაკვეთის დამუშავების დასადასტურებლად (მიმართვის ფორმის ნიმუში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ)
თქვენი რეგიონის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენელი გესტუმრებათ მიწის ნაკევთზე და შეამოწმებს არის თუ არა დამუშავებული არანაკლებ 40 სმ-ზე და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი არის თუ არა წყლით/წყლის წყაროთი, იმ შემთხვევაში თუ მიწა დამუშავებულია მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმების (მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმები) შესაბამისად, რეგიონალური სამსახურის თანამშრომელი გასცემს შესაბამის დასკვნას ცნობის სახით.
შენიშვნა: ცნობის მისაღებად თქვენი რეგიონის რეგიონალური სამსახურის თანამშრომელს უნდა წარუდგინოთ იმ მიწის სიტუაციური ნახაზი სადაც დაგეგმილი გაქვთ ბაღის გაშენება.
3. განაცხადის შესავსებად უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე. რეგისტრაციის გასავლელად შეავსეთ აუცილებელი ველები.
ანგარიშის რეგისტრაციისას სავალდებულოდ შესავსები ველები:
- სახელი, გვარი
- დაბადების თარიღი
- პირადი ნომერი
- მობილურის ნომერი
- ელექტრონული ფოსტის მისამართი
- პაროლი
სარეგისტრაციო მონაცემების შევსების შემდგომ, აჭერთ ღილაკს - „რეგისტრაცია“, რითაც რეგისტრაციის პროცესი სრულდება. ვებგვერდზე ყოველი შემდგომი შესვლისას, თქვენი ელექტრონული ფოსტის/პირადი ნომრის და პაროლის მითითების შემდგომ, შედიხართ ვებგვერდის მართვის პირად პანელში.
განაცხადის ასატვირთად უნდა შეხვიდეთ ვებგვერდის მართვის პანელში, დააჭიროთ ღილაკს „ახალი განაცხადი“ შეავსოთ განაცხადის ელექტრონულ ფორმა და შეინახოთ განაცხადი (ღილაკი „განაცხადის შენახვა“) . გვერდზე - „ჩემი განაცხადები“, გამოჩნდება წარმოდგენილი განაცხადი, სადაც უნდა ატვირთოთ წარმოსადგენი დოკუმენტაცია.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
რას უნდა შეიცავდეს ინვოისი (სარწყავი სისტემის შემთხვევაში)
განაცხადის მართვის გვერდზე განთავსებულია ღილაკი „განაცხადის გაგზავნა“, რომელზე დაჭერის შემდგომ თქვენ ეთანხმებით პროგრამის წესებსა და პირობებს („ვეთანხმები“)
შევსებული განაცხადი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია აღირიცხება სისტემაში, ავტომატურად მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრით.
განაცხადის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ, მისი კორექტირება არ არის შესაძლებელი.
ელექტრონული განაცხადის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში განაცხადი დამტკიცდება. განაცხადის დამტკიცების შემდგომ ფორმდება ხელშეკრულება თანადაფინანსების გაცემის შესახებ.
პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მრავალწლოვანი ბაღის გაშენების შემდგომ დაუფინანსდებათ/ აუნაზღაურდებათ შესაძენი შესაწამლი აპარატების ღირებულება წარდგენილი ინვოისის ან/და შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარისა.
შეავსებთ განაცხადის სტანდარტულ ფორმას (განაცხადის ფორმა)
წარმოადგენთ შევსებულ განაცხადს და დოკუმენტაციას სააგენტოში ან თქვენი რეგიონის რეგიონულ სამსახურში (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა) „რას უნდა შეიცავდეს ინვოისი (შესაწამლი აპარატის შემთხვევაში)“
განაცხადის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გაფორმდება ხელშეკრულება შესაწამლი აპარატის ღირებულების დაფინანსების/ანაზღაურების შესახებ.
მინდობილობის ფორმა (მესამე პირს)
მინდობილობის ფორმა (მიწის თანამესაკუთრეებს შორის)
მონაწილის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით უნდა დასტურდებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად შესრულება.
დასკვნაში აღწერილი უნდა იყოს მისი მომზადების მეთოდოლოგია და თან დართული უნდა ჰქონდეს გაშენებული ბაღის, მოწყობილი სარწყავი სისტემის და მასალების (იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს აღნიშნულ მიზნობრიობას) ფოტომასალა. მიზნობრიობის შესრულებას ადასტურებს აუდიტორი, ადგილზე ინსპექტირებით და თან უნდა ახლდეს დასკვნის მომზადებისთვის გამოყენებული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი.
შენიშვნა: სარწყავი სისტემის მოწყობა რეკომენდებულია ნერგების დარგვამდე ან დარგვიდან მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში.