პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსება

თანადაფინანსების მისაღებად, შევსებული განაცხადის ფორმა თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად, შეგიძლიათ წარმოადგინოთ:

  • მატერიალური სახით — სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან შესაბამის რეგიონულ სამსახურში;
  • ელექტრონულად — სააგენტოს ელ-ფოსტაზე: document@rda.gov.ge

თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ეტაპებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ. 

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვაზის, კენკროვანი, კურკოვანი, თესლოვანი ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 30%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 40%, მაგრამ არაუმეტეს დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობა და თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 750,000 ლარს.

სააგენტოსა და პოტენციურ ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: „რას უნდა შეიცავდეს ინვოისი“ 

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);
  • მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და  საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება. (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ− საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში);
  • შესასყიდი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ინვოისები ან ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. ინვოისში ან ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის არის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა;
  • სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების ამ პროგრამის ბაღების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ.

    გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სააგენტოს თანადაფინანსებით ბაღების კომპონენტის ფარგლებში გაშენებულია ბაღი და დადასტურებულია მიზნობრიობის შესრულება სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე სამი თვით ადრე.

    ხოლო ვაზის არსებობის შემთხვევაში - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია წარადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე ვენახის არსებობის შესახებ.“

    შენიშვნა: ზემოაღნიშნული აუდიტორები და აუდიტორული ფირმების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

  • ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხვა/ჩარიცხვა განახორციელოს სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე ან/და განაცხადის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 6 თვით ადრე, რაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაითვლება ბენეფიციარის თანამონაწილეობად.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რითაც უნდა დასტურდებოდეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის მიზნობრიობის შესრულება.

შენიშვნა: ზემოაღნიშნული აუდიტორები და აუდიტორული ფირმების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

წარმატების ისტორიები

ზზ ჯგუფი - მაყვლის ბაღი

ზზ ჯგუფი - მაყვლის ბაღი

პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში 12 ჰექტარზე მაყვლის ბაღის გაშენებისათვის...

სიახლეები

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...
დანერგე მომავალი

დანერგე მომავალი

ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 15 იანვრის 12:00...
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში, მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლებს  მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ დასკვნის  წარმოდგენა 14 მარტის 18:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში, მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლებს მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ დასკვნის წარმოდგენა 14 მარტის 18:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების...
 პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის  24 მარტის 12:00 საათიდან  31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 24 მარტის 12:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

დაფინანსდება შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე...
პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბაღების კომპონენტში  მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე...