სანერგეების კომპონენტი
სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას ახალი სანერგე მეურნეობ(ებ)ის შექმნის ან/და არსებულის გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების, ასევე მცენარეთა ახალი ინვიტრო ლაბორატორი(ებ)ის შექმნის ან/და არსებულის გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების მიზნით.
სანერგეების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია, განხორციელდეს მრავალწლიანი კულტურების სანერგეების შექმნის ან არსებული სანერგე მეურნეობის განვითარების ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორი(ებ)ის შექმნის/გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების თანადაფინანსება შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.
პროგრამა ითვალისწინებს საბაზისო სადედე და საძირე ნერგების თანადაფინანსებას სადედე ბაღების მოსაწყობად, რომლის შესყიდვა უნდა განხორციელდეს აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
ფინანსური დახმარება
სანერგეების კომპონენტის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებს პოტენციური ბენეფიციარი, თუ შესაქმნელი/გაფართოებისთვის/მოდერნიზებისთვის/გადაიარაღებისთვის განკუთვნილი სანერგე მეურნეობისათვის შეისყიდის საბაზისო კატეგორიის სარგავ მასალას სადედე ბაღის მოსაწყობად ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიისათვის, სადაც განახორციელებს მცენარის ნაწილებისა და ნებისმიერი ვეგეტატიური მასალის, მათ შორის, საძირეების, კალმების, ასევე ნერგების, რომელიც განკუთვნილია გასამრავლებლად და სადედე და/ან ნაყოფის მომცემი მცენარეების გამოსაყვანად, წარმოებას ან/და უკვე გააჩნია სანერგე მეურნეობა ან/და მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორია, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.
სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდებიან მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომლებიც შექმნიან ან/და გააფართოებენ/მოახდენენ მოდერნიზებას/გადააიარაღებენ ისეთ სანერგე მეურნეობებს/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიას, რომელშიც იწარმოება პროგრამის ბაღების კომპონენტით გათვალისწინებული კულტურების გასამრავლებელი მასალა.
სანერგეების კომპონენტი ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარისა, ამასთან, ახალი სანერგე მეურნეობის შექმნის შემთხვევაში, სანერგეების კომპონენტით განსაზღვრული მიზნობრიობ(ებ)ის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100,000 ლარს.
სანერგე მეურნეობის შექმნის პროექტის ღირებულების დარჩენილი ნაწილის დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით.
თანადაფინანსების მიზნობრიობა
სანერგეების კომპონენტის ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსების სახსრების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობით:
ა) სადედე ბაღის მოწყობის მიზნით, საბაზისო კატეგორიის სარგავი მასალის შეძენა;
ბ) მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის მოწყობა (შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა/რემონტი, დანადგარ(ებ)ის/აღჭურვილობ(ებ)ის შეძენა, კომუნიკაცი(ებ)ის მოწყობის ხარჯი − მათ შორის, განბაჟება/დღგ, ტრანსპორტირება და სამონტაჟო სამუშაოები);
გ) პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენა;
დ) სარწყავი სისტემების მოწყობა;
ე) დახურული გრუნტის ნისლწარმომქმნელი დანადგარი − შენობა ან/და სასათბურე კონსტრუქციის მოწყობა და აღჭურვა;
ვ) სანერგე მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე − ზამთრის მყნობის ჩასატარებლად სამყნობი სახელოსნოს ან/და საფუმიგაციო ოთახის ან/და გასამრავლებელი მასალის შესანახი მაცივრის მოწყობა;
ზ) სპეცტექნიკის შეძენა(თანადაფინანსებით დასაშვები სპეცტექნიკის ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან" ერთად).
ტექნიკური დახმარება
სანერგე მეურნეობის მოვლისათვის აუცილებელი ცოდნით აღჭურვისათვის იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, სურვილის შემთხვევაში ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებში:
ა) გასამრავლებელი მასალის გამრავლების ტექნოლოგიები;
ბ) გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირების პრინციპები.“.
შეზღუდვები/პირობები
1. სანერგეების კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის შექმნით/განვითარებით დაინტერესებული პირები.
2. ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს.“;
3. სანერგეების კომპონენტით გათვალისწინებული ფინანსური და ტექნიკური დახმარების მისაღებად:
ა) ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სსიპ "შემოსავლების სამსახურის" მიმართ;
ბ) ბენეფიციარს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთ(ებ)ი ან/და მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“ (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში);
გ) ღია გრუნტის გარეშე გასამრავლებელი მასალის წარმოების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში ქონა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არ მოითხოვება. ასეთ შემთხვევაში, ბენეფიციარი საკუთრებაში ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან/სს „საპარტნიორო ფონდისგან“ გრძელვადიანი იჯარით (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში) უნდა ფლობდეს შესაბამის უძრავ ქონებას, სადაც მოეწყობა სანერგე მეურნეობა, ინვიტრო ლაბორატორია,სათბური და სხვა.
4. ბენეფიციარს ან ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულ სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის ოპერირებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია.“;
5. მიწის ნაკვეთს, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიის მოწყობა/გაფართოება, არ უნდა ედოს ყადაღა.
6. მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის შექმნა, უნდა იყოს დამუშავებული და ვარგისი სანერგე მეურნეობის მოსაწყობად.
7. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი წყლით ან მიწის ნაკვეთის გარე პერიმეტრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა არსებობდეს პერმანენტული წყლის წყარო: ტბა, მდინარე, არხი ან მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე ჭა ან ჭაბურღილი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიწა უზრუნველყოფილია წყლით, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულ ცნობაში აღიწერება ადგილზე ნანახი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ნაკვეთის წყლით უზრუნველყოფას.
8. ღია გრუნტზე სანერგე მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება სანერგე მეურნეობის მოწყობა, აუცილებელი წესით უნდა იყოს შემოღობილი ან უნდა იგეგმებოდეს მისი შემოღობვა. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, მისი შემოღობვა იქნება თანადაფინანსების ტრანშის გაცემის წინაპირობა.“;
9. არსებული სანერგე მეურნეობა უნდა აკმაყოფილებდეს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის მოთხოვნებს, რასაც წერილობით დაადასტურებს ცენტრი.
10. მრავალწლიანი კულტურების რომლის გამრავლებაც ხდება სანერგე მეურნეობაში/მცენარეთა ინვიტრო ლაბორატორიაში, რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში, ევროპის კატალოგში ან იმ ქვეყნის კატალოგში, სადაც ჯიში იქნა გამოყვანილი, რასაც ცნობის სახით დაადასტურებს სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ამასთან, გაცემულ ცნობაში მითითებული უნდა იყოს, თუ არის დაგეგმილი „დაცული“ ჯიშის გამრავლება.“
11. დაფინანსებულმა სანერგე მეურნეობამ უნდა დააკმაყოფილოს, ხოლო არსებულმა სანერგე მეურნეობამ უნდა დაიცვას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის მოთხოვნები.“
ეტაპები
ჩამოტვირთავთ და შეავსებთ განაცხადის სტანდარტულ ფორმას (განაცხადის ფორმა სანერგე);
წარმოადგენთ შევსებულ განაცხადს და თანმდევ დოკუმენტაციას სააგენტოში (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა);
კრების ოქმი სანერგე კოოპერატივი
თუ წარმოდგენილი განაცხადი თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად შეესაბამება პროგრამით განსაზღვრულ პირობებს, გამოგეგზავნებათ წერილი განაცხადის შემდგომ ეტაპზე დაშვებასთან დაკავშირებით.
განაცხადის შემდგომ ეტაპზე დაშვების შემთხვევაში ბენეფიციარი ვალდებულია წერილის მიღებიდან 3 თვის ვადაში წარმოადგინოს პროექტი (ბიზნეს გეგმა) მომზადებული სააგენტოს მიერ შემუშავებული კითხვარის შესაბამისად (კითხვარი) წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხად იქნება უარყოფილი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს გეგმის მომზადებისას შეიცვლება წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხით განსაზღვრული დოკუმენტები. ბენეფიციარი ვალდებულია ბიზნეს გეგმასთან ერთად განმეორებით წარმოადგინოს დაკორექტირებული ვერსია.
სააგენტო განიხილავს პროექტს და მისი დამტკიცების/უარყოფის შემთხვევაში მიიღებთ შესაბამის წერილს.
პროექტის დამტკიცების შესახებ წერილის მიღების შემთხვევაში, გაგიფორმდებათ ხელშეკრულება თანადაფინანსების გაცემის შესახებ.
ბენეფიციარს სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებთან ერთად, განესაზღვრება შემდეგი ვალდებულება:
ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს თანადაფინანსების გაცემამდე და ამავდროულად ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაარეგისტრიროს მიწის ნაკვეთის გასხვისების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულება.