პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის სატუმბი სადგურის) მოწყობის თანადაფინანსება/ანაზღაურება

თანადაფინანსების/ანაზღაურების მისაღებად, შევსებული განაცხადის ფორმა თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად, შეგიძლიათ წარმოადგინოთ:

  • მატერიალური სახით — სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან შესაბამის რეგიონულ სამსახურში;
  • ელექტრონულად — სააგენტოს ელ-ფოსტაზე: document@rda.gov.ge

თანადაფინანსების/ანაზღაურების მისაღებად საჭირო ეტაპებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ. 

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ/აუნაზღაურდებათ ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს ერთ ბენეფიციარზე 18,800 ლარი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში - არაუმეტეს 60%, მაგრამ არაუმეტეს ერთ ბენეფიციარზე 22,600 ლარი

სააგენტოსა და პოტენციურ ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:  „რას უნდა შეიცავდეს ინვოისი“  

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში -დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);
  • მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და  საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ− საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში);
  • ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მომწყობი/რეალიზატორი კომპანიიდან; 
  • სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების ამ პროგრამის ბაღების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ.

    გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სააგენტოს თანადაფინანსებით ბაღების კომპონენტის ფარგლებში გაშენებულია ბაღი და დადასტურებულია მიზნობრიობის შესრულება სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე სამი თვით ადრე.

    შენიშვნა: ზემოაღნიშნული აუდიტორები და აუდიტორული ფირმების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. 

  • ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულება დაფინანსდება/ანაზღაურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული ანგარიში, რითაც დადასტურდება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობის მიზნობრიობის შესრულება, წყლის საკმარისი დებეტის არსებობის ფაქტი, ასევე ცენტრის/ლაბორატორიის დასკვნა წყლის ვარგისიანობა სარწყავი მიზნებისთვის.

შენიშვნა: ზემოაღნიშნული აუდიტორები და აუდიტორული ფირმების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. 

ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის სატუმბი სადგურის) მოწყობის ღირებულება დაფინანსდება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ.  

წარმატების ისტორიები

ზზ ჯგუფი - მაყვლის ბაღი

ზზ ჯგუფი - მაყვლის ბაღი

პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში 12 ჰექტარზე მაყვლის ბაღის გაშენებისათვის...

სიახლეები

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...
დანერგე მომავალი

დანერგე მომავალი

ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 15 იანვრის 12:00...
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში, მონაწილეობის მისაღებად განმცხადებლებს  მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესახებ დასკვნის  წარმოდგენა 14 მარტის 18:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების...
 პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის  24 მარტის 12:00 საათიდან  31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

პროგრამის "დანერგე მომავალი" ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 24 მარტის 12:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათის ჩათვლით

დაფინანსდება შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70%. სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე...
პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბაღების კომპონენტში  მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე...