პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ნერგების კომპონენტი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს ისეთი სტიქიების შედეგად, როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი და წყალდიდობა მრავალწლოვანი კულტურების ბაღებში/პლანტაციებში/ვენახებში  დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას, პოტენციური ბენეფიციარებისათვის მრავალწლიანი კულტურების ნერგების ღირებულების დაფინანსების გზით. 

კომპონენტი ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. 

ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ბაღების კომპონენტით განსაზღვრული მრავალწლიანი კულტურის, როგორც იმავე, ასევე სხვა მრავლწლიანი კულტურ(ებ)ის ნერგით ჩანაცვლება, მათ შორის ვაზი, გარდა რქაწითელის ჯიშისა.  

ნერგების  კომპონენტის ფარგლებში, თუ სტიქი(ებ)ის შედეგად დაზიანებულია ვენახი, სადაც გაშენებულია რქაწითელის ჯიშის ვაზის ნერგები, შესაძლებელა მათი სხვა მრავალწლოვანი კულტურის ნერგებით ჩანაცვლება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. 

ფინანსური დახმარება

ნერგების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას ნერგების შეძენის მიზნით. 

ნერგების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულება,  როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენის, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში.

იხილეთ ნერგების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით:

 

ნერგების კომპონენტის ფარგლებში, ერთი ბენეფიციარისთვის დაფინანსდება არაუმეტეს 50 ჰა-ზე დაზიანებული ნერგების ჩანაცვლება არაუმეტეს 250,000 ლარის ოდენობით. 

ნერგის შეძენა უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან ან ნერგის იმპორტის გზით. ნერგ(ებ)ის იმპორტი განხორციელებული უნდა იყოს მხოლოდ აშშ-ის/დიდი ბრიტანეთის/ევროკავშირის ქვეყნებიდან ან სხვა ქვეყნ(ებ)ის სანერგე მეურნეობ(ებ)იდან, რომელსაც დაადგენს ცენტრი. 

ნერგების   კომპონენტის ბენეფიციარი

ნერგების კომპონენტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, გარდა იმ იურიდიული პირისა, რომელშიც სს „საპარტნიორო ფონდი“ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს წილს, პაის, აქციებს და რომლის ბაღიც/პლანტაციაც/ვენახიც სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად დაზიანდა 2020 წლის 15 ივლისიდან. 

ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში. 

პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სრულწლოვანი და ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან/და სარგებლობდეს გრძელვადიანი იჯარით, (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). 

წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

ნერგების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსების მისაღებად, სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად მრავალწლიანი ბაღის/პლანტაციის/ვენახის დაზიანებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

*შენიშვნა: პოტენციურ ბენეფიციარ(ებ)ს, რომლებსაც ჯერ არ განუხორციელებიათ სააგენტოში დოკუმენტაციის წარდგენა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში  სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად მრავალწლიანი ბაღის/პლანტაციის/ვენახის დაზიანებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, დოკუმენტაციის წარდგენა  უნდა განახორციელონ, 2020 წლის 20 ნოემბრიდან (დადგენილების ამოქმედების თარიღიდან) 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, პოტენციურმა ბენეფიციარებმა, რომლებმაც განახორციელეს დოკუმენტაციის წარდგენა სააგენტოში სტიქიური მოვლენ(ებ)ის შედეგად მრავალწლიანი ბაღის/პლანტაციის/ვენახის დაზიანებიდან  60 კალენდარული დღის ვადის გასვლის შემდგომ, ვადის გადაცილება ჩაეთვალოთ საპატიოდ.

„რას უნდა შეიცავდეს ინვოისი“

 ა) შევსებული განაცხადის ფორმა;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);

დ) არსებულ ბაღში/პლანტაციაში/ვენახში დაზიანებული ნერგების სრულად სხვა მრავალწლიანი კულტურის ნერგით ჩანაცვლების შემთხვევაში, ცენტრის  მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;

ე) მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება;

ვ) ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული,  თარგმანი ქართულ ენაზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

  • ნერგების რაოდენობა;
  • თითოეული ნერგის ფასი;
  • ჯამურად ნერგების ღირებულება;
  • ნერგის მახასიათებლები;
  • მიწოდების პირობები;
  • გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები;
  • ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;
  • სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მრავალწლიანი კულტურების ბაღების/პლანტაციების/ვენახების   სტიქიით დაზიენების შესახებ, სადაც მითითებული უნდა იყოს დაზინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, ფართობი, ნერგების რაოდენობა და კულტურა. 

სააგენტო განიხილავს განაცხადს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად.

განაცხადის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში განაცხადი დამტკიცდება.

განაცხადის დამტკიცების შემდგომ ფორმდება ხელშეკრულება თანადაფინანსების გაცემის შესახებ. 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.

წარმატების ისტორიები

ზზ ჯგუფი - მაყვლის ბაღი

ზზ ჯგუფი - მაყვლის ბაღი

პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში 12 ჰექტარზე მაყვლის ბაღის გაშენებისათვის...

სიახლეები

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ

სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...