პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი

გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება განახლდება 2024 წლის 9 ივლისის 12:00 საათიდან. განაცხადები მიიღება 19 ივლისის 18:00 საათამდე.

მიზნები:

  • მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა;
  • ახალი ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს შექმნა ან არსებული ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს გაფართოება/მოდერნიზება;
  • გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება;
  • სანედლეულო ბაზის განვითარება;
  • სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.

პირობები

გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა შემდეგი თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.

ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზება/გაფართოება დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.

კომპონენტის ითვალისწინებს შემდეგი სახის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებას :

  • ხორცის გადამუშავება, ხორცპროდუქტების (მათ შორის, „შებოლილი“) წარმოება;
  • რძის გადამუშავება, რძის პროდუქტების წარმოება (გარდა ძროხის რძის გადამუშავებისა);
  • ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, ციტრუსის გადამუშავება;
  • კაკლის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების (გარდა თხილისა) გადამუშავება;
  • მატყლის, ტყავის გადამუშავება;
  • დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;
  • ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
  • ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების წარმოება (კომბინირებული საკვების წარმოება);
  • მარცვლეულის გადამუშავება (გარდა ხორბლის ფქვილის წარმოებისა);
  • თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება;
  • ზღვისა და მტკნარი წყლის პროდუქტებისა და ლოკოკინის გადამუშავება;
  • თევზის გადამუშავება;
  • ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება (გარდა კახეთის რეგიონში ღვინის წარმოებისა);
  • ბრიკეტების, პელეტების წარმოება, ასევე მათგან და ხე-ტყის (აგრეთვე დაფნის ნარჩენებისგან) ნახშირის წარმოება.

 

წარმატების ისტორიები

სიახლეები

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოს  რეგიონში, ლურჯი მოცვის შემნახველი და  გადამმუშავებელი  ახალი საწარმო ამოქმედდა

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად ...
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 216  გადამმუშავებელი და შემნახველი  საწარმოს შექმნა დაფინანსდა

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნა დაფინანსდა

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით,...
2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას

2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას

პირველადი პროდუქციის წარმოების ზრდის პარალელურად, კვლავ მზარდია მოთხოვნა...
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის,...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი  საწარმო ამოქმედდა

სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და  USAID-ის...