სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად ...
ვალდებულებები
ბენეფიციარი ვალდებულია შეუნარჩუნოს საწარმოს პროფილი ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.
საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტით გათვალისწინებული, დაფინანსების წყაროების სრულად ათვისებისა და მიზნობრივად გახარჯვის დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის, მაგრამ არა უგვიანეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვისა.
ვალდებულებების შესასრულებლად ბენეფიციარმა, სააგენტოს სასარგებლოდ, იპოთეკით/გირავნობით უნდა დატვირთოს პროექტის ფარგლებში შექმნილი ძირითადი საშუალებები.
ამავდროულად, დასაშვებია რომ სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარია/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი.




