
ბენეფიციარის ვალდებულებები:
შემნახველი საწარმო შექმნას ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში;
შემნახველი საწარმოს შექმნიდან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს საწარმოს ფუნქციონირება;
შეუნარჩუნოს შემნახველ საწარმოს პროფილი ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.
შემნახველი საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება საწარმოს ექსპლუატაციაში მიღების თარიღით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს მოწყობა დაგეგმილია ექსპლუატაციაში მყოფ შენობაში. ასეთ შემთხვევაში საწარმოს ამოქმედების თარიღი განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული დაფინანსების, მათ შორის სააგენტოს თანადაფინანსების, საბანკო კრედიტის/ლიზინგის და ბენეფიციარის თანამონაწილეობის სრულად ათვისების და მიზნობრივად გახარჯვის დოკუმენტურად დადასტურების მომენტისათვის, თუმცა არაუგვიანეს თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვისა;
ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ფარგლებში შექმნილი/შეძენილი ძირითადი საშუალებები (მათ შორის შენობა-ნაგებობები) იპოთეკით/გირავნობით დატვირთოს სააგენტოს სასარგებლოდ. ამავდროულად დასაშვებია, რომ სააგენტოს იპოთეკა/გირავნობა იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი რიგის იპოთეკარი/მოგირავნეა სესხის გამცემი ბანკი;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, დაუშვებელია კოოპერატივის/წევრების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობის შემცირება ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
წარმატების ისტორიები

ხილარი - ხილის გადამმუშავებელი საწარმო

ბადაგი პლიუსი - ხილის გადამმუშავებელი საწარმო
სიახლეები
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
გადაცემა ,,სხვა შუადღე" - ლურჯი მოცვი
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნა დაფინანსდა
2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება იწყება
სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
