
ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, რისთვისაც უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე.
მართვის პანელში, აირჩევთ გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტს და შეავსებთ განაცხადის ფორმის ველებს.
სააგენტო განიხილავს მიღებულ განაცხადებს და მისი პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესახებ;
განაცხადის მიერ შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიიღებთ ელექტრონულ შეტყობინებას ვებგვერდზე, სადაც შეავსეთ განაცხადი, შეტყობინების მიღებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოთ სააგენტოსთან შეთანხებული ფორმატის შესაბამისი ბიზნეს გეგმა (მათ შორის ფინანსური უწყისები) და თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის სესხის/ლიზინგის დამტკიცების დამადასტურებელი დოკუმენტი);
დოკუმენტაციაში (ბიზნეს გეგმა და დაფინანსების წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი) ტექნიკური ხასიათის ხარვეზების არსებობის შემთხვევაში გამოსწორება უნდა განხორციელდეს ბენეფიციარის მიერ საკუთარი რესურსით, ხარვეზებთან დაკავშირებით მიიღებთ ელექტრონულ შეტყობინებას ვებგვერდზე, სადაც შეავსეთ განაცხადი. ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება უნდა მოხდეს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში;
წინასწარი განხილვის კომისია განიხილავს წარმოდგენილ ბიზნეს გეგმას და დოკუმენტებს, შეიმუშავებს დასკვნას და მათი წინამდებარე პროექტით განსაზღვრულ პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, წარუდგენს დასკვნას და ბიზნეს გეგმას საგრანტო კომიტეტს განსახილველად;
საგრანტო კომიტეტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში განგესაზღვრებათ ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ვადა.
დოკუმენტების დადგენილ ვადაში სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში გაფორმდება თანადაფინანსების ხელშეკრულება.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების და/ან ენერგოეფექტური ღუმელისთვის ალტერნატიული საწვავის (მხოლოდ ბრიკეტების ან/და პელეტებისგან ან/და დაფნის ნარჩენებისგან ნახშირის) მწარმოებელი საწარმოების პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს გეგმა შეესაბამება სააგენტოს მიერ წინასწარ შემუშავებულ და დამტკიცებულ ბიზნეს გეგმის ფორმატს, პოტენციურ ბენეფიციარს აუნაზღაურდება ბიზნეს გეგმის შემუშავების ღირებულება არაუმეტეს 2,450 ევროს ექვივალენტი ლარით.
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, პოტენციურ ბენეფიციარს სააგენტო წერილობით აცნობებს, რომ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მას უფლება აქვს შემოიტანოს განაცხადი ბიზნეს გეგმის შემუშავების ღირებულების ანაზღაურების მიზნით.
პოტენციური ბენეფიციარი ჩამოტვირთავს განაცხადის ფორმას, შეავსებს და წარმოსადგენ დოკუმენტებთან ერთად წარუდგენს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელს ან/და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახურის თანამშრომელს მატერიალური სახით.
წარმატების ისტორიები

ხილარი - ხილის გადამმუშავებელი საწარმო

ბადაგი პლიუსი - ხილის გადამმუშავებელი საწარმო
სიახლეები
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
გადაცემა ,,სხვა შუადღე" - ლურჯი მოცვი
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნა დაფინანსდა
2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება იწყება
სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
