
თანადაფინანსება
კომპონენტი ითვალისწინებს ახალი შემნახველი საწარმოების შექმნით დაინტერესებული იურიდიული პირებისათვის (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის) ფინანსური დახმარების გაწევას;
ფინანსური დახმარება ითვალისწინებს:
- პროექტის ჯამური ღირებულების თანადაფინანსებას არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 350,000 ლარისა;
- შეღავათიანი აგროკრედიტი/შეღავათიან აგროლიზინგი;
პროექტები, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350,000 ლარისა.
პროექტის ჯამურ ღირებულებაში არ მოხდება შემდეგი ხარჯების გათვალისწინება:
- მიწის ღირებულება;
- საპროექტო სამუშაოები და საბრუნავი საშუალებების შესყიდვის ხარჯები (მათ შორის საოპერაციო ხარჯები);
პროექტის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მხოლოდ ძირითადი საშუალებების შექმნა/შეძენა, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები დღგ-ს, დანადგარების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულების ჩათვლით. ასევე, დაფინანსდება საწარმოს კომუნიკაციებით უზრუნველყოფა;
თანადაფინანსება არ ვრცელდება:
- მიწის შეძენაზე;
- შენობა ნაგებობების შეძენაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეძენა ხორციელდება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან“, მუნიციპალიტეტებისაგან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსაგან, სახელმწიფო ან მასთან აფილირებული საწარმოებისგან. თანადაფინანსების თანხა არ შეიძლება ჩაითვალოს ამავე პუნქტში აღნიშნული უძრავი ნივთის სახელმწიფოსგან პრივატიზებისას საპრივატიზებო პირობის სახით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაში.
- არსებული შემნახველი საწარმოს ან შემნახველ საწარმოს კაპიტალში არსებული წილის შეძენა.
თანადაფინანსება არ ვრცლედება შემდეგი პროფილის შემნახველ საწარმოებზე:
- რძისა და რძის პროდუქტების შემნახველ საწარმოებზე;
- ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველ საწარმოებზე;
- თევზისა და თევზ პროდუქტების შემნახველ საწარმოებზე.
წარმატების ისტორიები

ხილარი - ხილის გადამმუშავებელი საწარმო

ბადაგი პლიუსი - ხილის გადამმუშავებელი საწარმო
სიახლეები
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში, ლურჯი მოცვის შემნახველი და გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა
გადაცემა ,,სხვა შუადღე" - ლურჯი მოცვი
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 216 გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს შექმნა დაფინანსდა
2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება იწყება
სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით, თელავის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა
გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
