პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის

  1. ქვეკომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისთვის საბრუნავი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების გარკვეული ნაწილის დაფინანსებას სააგენტოს მიერ;
  2. სააგენტო უზრუნველყოფს სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი საპროცენტო თანხის თანადაფინანსებას ბენეფიციართან შეთანხმების საფუძველზე;
  3. პროექტის ფარგლებში, აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად გაიცემა ბენეფიცირებისთვის შემდეგი ქვეკომპონენტების ფარგლებში:
    3.1. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები;
    3.2. ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც
    3.3. ატმის შემსყიდველი საწარმოები;
    3.4. არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოები;
    3.5. მანდარინის შემსყიდველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები;
    3.6. ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის;
    3.7. ჩაის გადამამუშავებელი საწარმოები.
  4. თითოეული ქვეკომპონენტი ამოქმედდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის განკარგულების გამოცემის შემთხვევაში.
  5. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებს და პროექტის მოთხოვნებს.
  6. დასაშვებია ერთ მსესხებელზე ერთზე მეტი პარალელური სესხის გაცემა იმ პირობით, რომ ასეთი სესხების საერთო თანხა არ გადააჭარბებს შესაბამისი ქვეკომპონენტით ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური სესხის მაქსიმალურ თანხას ერთ სეზონზე.
  7. დასაშვებია სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციის თარიღისათვის გრაფიკით გათვალისწინებულ თანადაფინანსების დარჩენილ ჯამურ თანხას.
  8. დასაშვებია სესხის მოქმედების ნებისმიერ პერიოდში მხოლოდ ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ რეფინანსირების თარიღისთვის რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა, ვადა და სააგენტოს გადასახდელი თანადაფინანსების დარჩენილი ჯამური მოცულობა.
  9. დაუშვებელია ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით სხვა სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა იმავე სეზონზე შესაბამისი ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ისა.
  10. კრედიტის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს:
  11.   10.1. 50,000 ლარამდე − 0.5%-ს;
  12.   10.2. 50,001 ლარი ან მეტი − 0.2%-ს.
  13. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.
  14. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს მსესხებელს ჯარიმა. ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
  15. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.
  16. სესხის დაფარვის გრაფიკის (მათ შორის საშეღავათო პერიოდის) განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.
  17. სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
  18. წინამდებარე მუხლში აღნიშნული პირობები ვრცელდება ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის“ კომპონენტის ყველა ქვეკომპონენტზე.
  19. ამ მუხლის პირობები არ ვრცელდება თანადაფინანსების პროექტზე.

სიახლეები

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104  მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4  მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4 მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთწლოვანი კულტურების...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9  მილიონი ლარის ღირებულების  9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში  187,5  მილიონი ლარის ღირებულების  11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...
კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი...
სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი, ვალერი ვარდიაშვილი, ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი, ტარიელ აქოიანი, სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და...

წარმატების ისტორიები