პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ქვეკომპონენტი სასურსათო და ენერგო ეფექტური მრეწველობის დაფინანსებისთვის

1. ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხები გაიცემა ახალი საწარმოების შექმნის და არსებული საწარმოების გაფართოება/გადაიარაღების დაფინანსებისათვის.

2. ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობა არ უნდა იყოს 1,500,000  ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000 ლარს.

3. კომერციული ბანკის მიერ დამტკიცებულ სესხზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ ქვეკომპონენტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მაგრამ სესხის მთლიანი მოცულობა აღემატება ამავე ქვეკომპონენტით განსაზღვრულ მაქსიმალურ მოცულობას, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დგინდება კომერციული ბანკის მიერ სესხზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მოცულობა.

4. მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის დამტკიცებულ სესხზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიზნით, მეწარმე სუბიექტი შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეშვეობით საკითხს წარუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად.

5. ქვეკომპონენტის ფარგლებში , სესხ(ებ)ი გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

ა) პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება:

ა.ა) ბოსტნეულის, კენკროვანი კულტურების, მწვანილის და სოკოს სასათბურე მეურნეობა;

ა.ბ)  მეღორეობის ფერმა;

ა.გ) მეფრინველეობის ფერმა;

ა.დ) ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

ა.ე)  თევზის წარმოება;

ა.ვ) მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება;

ა.ზ) საჩითილეები და სანერგეები;

ა.თ) მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ბაღები, ზვრები, პლანტაციები და სხვა (ნერგების შეძენა დასაშვებიამხოლოდ „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ადგილობრივი სანერგე მეურნეობებიდან ან/და იმპორტის გზით).

ბ) სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება:

ბ.ა) ხილის, კენკროვნების, ბოსტნეულის, სოკოს, ციტრუსის გადამუშავება;

ბ.ბ) კაკლის, თხილის, მიწის თხილის და სხვა კაკლოვნების გადამუშავება;

ბ.გ) მატყლის, ტყავის გადამუშავება;

ბ.დ) დაფნის, ჩაის, თამბაქოს გადამუშავება;

ბ.ე) ხორცის და რძის გადამუშავება;

ბ.ვ) მცენარეული ცხიმების (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;

ბ.ზ) ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

ბ.თ) სასაკლაოს მოწყობა;

ბ.ი) მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება;

ბ.კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების წარმოება;

ბ.ლ) ყურძნის გადამუშავების შედეგად მიღებული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება (ამ მიზნობრიობით სესხის გაცემა დასაშვებია 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით);

გ) ინფრასტრუქტურული საწარმოების დაფინანსება:

გ.ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

გ.ბ) მარცვლეულის საშრობები;

გ.გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობები.

დ) ქვეკომპონენტის ფარგლებში, მიღებული სესხ(ებ)ით შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:

დ.ა) არსებული შენობების რემონტი და მოწყობა;

დ.ბ) ახალი შენობების აშენება და მოწყობა;

დ.გ) ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკის და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, სარწყავი სისტემების, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარების და სხვა შეძენა, მონტაჟი;

დ.დ) წყლის, ელ-ენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების წყაროებსა და კანალიზაციაზე მიერთება;

დ.ე) სამეურნეო ობიექტების შემოღობვა, დაცვის სისტემების მოწყობა;

დ.ვ) შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნების და შენახვისსხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი;

დ.ზ) საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკის და მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლის და სხვა) შეძენა;

დ.თ) სანაშენე და მაღალპროდუქტიული პირუტყვის (გარდა მსვილფეხა პირუტყვისა), ფრინველის, თევზის, ძვირფასბეწვიანი ცხოველების შეძენა;

დ.ი) თევზის ავზების და ტბორების აშენება და მოწყობა;

დ.კ) მრავალწლიანი კულტურების გაშენება, მოვლა-მოყვანა და აღდგენა, მათ შორის:

დ.კ.ა) ხილის კურკოვანი და თესლოვანი ჯიშები;

დ.კ.ბ) კაკლოვანი კულტურები;

დ.კ.გ) კენკროვანი კულტურები;

დ.კ.დ) ციტრუსოვნები და სხვა სუბტროპიკული კულტურები;

დ.კ.ე) ჩაი, დაფნა და სხვა ტექნიკური კულტურები;

დ.კ.ვ) მერქნის მომცემი და სწრაფადმზარდი მცენარეების სახეობები.

დ.ლ) ენერგოეფექტური საწარმოები:

დ.ლ.ა) ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება;

დ.ლ.ბ) ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოები.

დ.მ. განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა,მონტაჟი,მოწყობა.

დ.ნ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა.

6. ქვეკომპონენტის ფარგლებში, მიღებული სესხ(ებ)ით დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა: ა) მიწის შეძენა;

ბ) არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების, სათბურების და სხვა შეძენა;

გ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინის და სხვა), ასევე, მისაბმელების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანის და სხვა) შეძენა, რემონტი;

დ) სატრანსპორტო (გარდა სპეცტექნიკისა და მისაბმელისა, ტექნიკისა და იმპლემენტისა, არასტაციონარულ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალებისა), მფრინავი (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატისა (აგროდრონი) შესხურების ფუნქციით და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატისა (აგროდრონი) აგრონომიული დანიშნულების სკანირების განხორციელებისთვის) და მცურავი საშუალებების შესყიდვა, რემონტი;

ე) მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;

7. პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ სესხი გაიცემა:

ა) ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად – სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობის არანაკლებ 80 პროცენტისა;

ბ) საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად – სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობის არა უმეტეს 20 პროცენტისა.

8. ქვეკომპონენტის ფარგლებში, დაფინანსებული საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სანიტარიულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;

ბ) საწარმოს შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას უნდა გააჩნდეს ესთეტიკური გარეგანი სახე.

9. კომერციული ბანკის მიერ ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარზე გაცემული სესხის სარგებლობისათვის განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 1,500,000 ლარიდან 3,000,000  ლარამდე − არა უმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5  პროცენტისა წლიურად;

ბ) 3,000,000  ლარიდან 10,000,000  ლარამდე − არა უმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4 პროცენტისა წლიურად.

10. სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 36 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 38 თვის განმავლობაში.

11. ქვეკომპონენტის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2,500,000 ლარის ოდენობით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული უზრუნველყოფა წარმოადგენს მეორად უზრუნველყოფას და ძალაშია სესხის გაცემიდან არა უმეტეს მომდევნო 38 თვის განმავლობაში. მეორადი უზრუნველყოფის გამოყენების უფლება კომერციულ ბანკს ექნება მხოლოდ სესხის პირველადი უზრუნველყოფის სრულად რეალიზაციის შემდგომ, კომერციული ბანკის მიერ სააგენტოსთვის შესაბამისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციის შედეგად კომერციული ბანკი ვერ მიიღებს პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 100%-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არა უმეტეს სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 50% ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2,500,000 ლარის ოდენობით. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინტიტუტზე არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სესხზე უკვე მოქმედებს,რომელიმე პრორამის/პროექტის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი.

12. სესხის გამცემმა, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ რიგში უნდა მოითხოვოს ახალი საწარმოს მიერ შექმნილი და/ან შეძენილი ნებისმიერი აქტივი (ძირითადი საშუალებები, სასაქონლო მარაგები და სხვა) და მხოლოდ ამის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, - დამატებითი უზრუნველყოფა.

13. კომერციული ბანკის მიერ ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხის გაცემის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს 0.2%-ს.

14. ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ ამავე ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იზრდება დასარეფინანსირებელ სესხზე დარჩენილი თანადაფინანსების თანხა, ძირითადი თანხა და ვადა.

15. ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება ქვეკომპონენტში ერთ მონაწილეზე განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები (შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის ქვეკომპონენტს სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონეტს სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის გაცემული სესხების და ლიზინგების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000 ლარს).

16. სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიო განაკვეთი.

17. ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იზრდება თავდაპირველად დამტკიცებულ სესხზე სააგენტოს მიერ თანადაფინანსების სახით გადასახდელი ჯამური თანხა, რომელიც გათვალისწინებული იყო პირველადი სესხის პირობებით.

18. სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, ბენეფიციარსკომერციული ბანკის მიმართ არ წარმოეშვება წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან ჯარიმა (აღნიშნული არ ვრცელდება EBRD-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით გაცემულ კრედიტებზე).

19. სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომერციული ბანკი უფლებამოსილია პროგრამის მონაწილეს დაარიცხოს ჯარიმა მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე. ასეთი ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

20. სააგენტო მონიტორინგს უწევს პროგრამის მონაწილის მიერ ვალდებულებების შესრულებას და ქვეკომპონენტის ფარგლებში, გაცემული სესხების მიზნობრივ ხარჯვას. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს კომერციულ ბანკებსა და პროგრამის მონაწილეებთან დადებული ხელშეკრულებებისა და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ამასთან, პროგრამის მონაწილე ვალდებულია, სესხის თითოეული ტრანშის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს ტრანშის სრულად გახარჯვა (სესხის თანხით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისგან ან იმპორტის გზით) და სესხის მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა (გარდა რეფიანსირებული სესხისა) (500,000 ლარის ჩათვლით დამტკიცებულ  სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II,  III ან IVკატეგორია; 500,001 ლარიდან დამტკიცებულ სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II, ან III კატეგორია ან სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო)  . აუდიტორული დასკვნა საფინანსო ინსტიტუტს უნდა წარედგინოს სესხის ან მისი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 7 თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში პროგრამის მონაწილემ არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტო შეუჩერებს თანადაფინანსებას, ხოლო თუ 12 თვის ვადაში მან არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტოს მხრიდან წყდება თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა.

21. სააგენტოს მიერ საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება წყდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) სესხის სრულად დაფარვა ან სესხის გაცემიდან 36 თვის გასვლის შემდეგ;

ბ) ბენეფიციარის მიერ შესაბამის კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, ვადაგადაცილების დროს სააგენტოს მიერ თანადაფინანსება შეჩერდება, ხოლო კომერციული ბანკის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების ან უზრუნველყოფის საგნის გადაცემის შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსება წყდება;

გ) ამ კომპონრნტით დადგენილი პირობებით, სააგენტოს, კომერციული ბანკის, და პროგრამის მონაწილის მიერ ამავე ქვეკომპონენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

დ) ქვეკომპონენტის ფარგლებში, გაცემული კრედიტის განსაზღვრული პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია, რეფინანსირება;

ე) კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის პირობების დარღვევა. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, სააგენტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

ვ) პროგრამის მონაწილის მიერ ვალდებულებების მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში. 

22. ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია, მხოლოდ იმპორტის გზით შეძენილი აქტივებისთვის მომსახურე ბანკში გახსნილი დოკუმენტური აკრედიტივის, სესხის თანხით დაფარვა.

სიახლეები

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104  მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4  მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4 მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთწლოვანი კულტურების...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9  მილიონი ლარის ღირებულების  9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში  187,5  მილიონი ლარის ღირებულების  11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...
კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი...
სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი, ვალერი ვარდიაშვილი, ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი, ტარიელ აქოიანი, სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და...

წარმატების ისტორიები

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი, ვალერი ვარდიაშვილი, ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი, ტარიელ აქოიანი, სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და...