პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე პროექტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

სააგენტო - ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“;

კომპონენტი - პროექტის ფარგლებში არსებული შემდეგი კრედიტის კატეგორიებიდან ერთ-ერთი: შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის, შეღავათიანი აგროლიზინგი, აწარმოე საქართველოში;

ქვეკომპონენტი - კომპონენტის ქვეკატეგორია;

ანუიტეტი - სესხის დაფარვის ფორმა, რომელიც გულისხმობს დროის თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გადახდას;

არასტანდარტული გრაფიკი - ინდივიდუალურად შემუშავებული სესხის დაფარვის გრაფიკი;

ბენეფიციარი - მატერიალური სარგებლის მიმღები პირი;

თავდაპირველი სესხი − პროექტის ფარგლებში გაცემული სესხი, რომელიც გაიცა მის რეფინანსირებამდე;

ინვენტარი − ნივთების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება პროდუქციის წარმოების, დამუშავებისა და რეალიზაციის დროს;

ინფრასტრუქტურა − მეურნეობის იმ დარგების კომპლექსი, რომლებიც ემსახურება სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და განაპირობებს სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფართო გაგებით, იგი უზრუნველყოფს კვლავ წარმოების პროცესის გარეგანი პირობების შექმნას, წარმოადგენს მეურნეობის განსაკუთრებულ სფეროს, რომელიც მომსახურებას უწევს როგორც წარმოების, ისე მიმოქცევის დარგებს;

იურიდიული პირი − „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სუბიექტი;

კრედიტის ვადა − კრედიტის ვადა განისაზღვრება კრედიტის გამცემ ფინანსურ ორგანიზაციასა და კრედიტის მიმღებ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი დროის შესაბამისად;

კრედიტის მიზნობრიობა − კონკრეტული კომპონენტით/ქვეკომპონენტით განსაზღვრული სესხის გაცემის მიზანი;

მეორადი უზრუნველყოფა − სესხის უზრუნველყოფა, რომლის გადახდის ალტერნატივად გამოყენება ხდება პირველადი უზრუნველყოფის ათვისების შემდეგ დარჩენილი დაუფარავი ვალდებულების შემთხვევაში;

მსესხებელი − კრედიტის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი;

პარალელური სესხი – ერთი მსესხებლის მიერ ორი ან მეტი დაუფარავი სესხი ერთი კომპონენტის ან ქვეკომპონენტის ფარგლებში;

საბრუნავი საშუალება – ის მიმდინარე აქტივი, რომლის ფულად ქცევა შესაძლებელია ერთი საოპერაციო ციკლის განმავლობაში;

ძირითადი საშუალება − მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;

საპროცენტო განაკვეთი – საფინანსო ინსტიტუტის მიერ განსაზღვრული სესხის ძირითად თანხაზე დარიცხვის განაკვეთი;

საფინანსო ინსტიტუტი – პროექტში მონაწილე საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები;

საშეღავათო პერიოდი − პერიოდი, რომლის განმავლობაში მსესხებელს სავალდებულო წესით არ მოეთხოვება სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტის და/ან სესხის ძირითადი თანხის გადახდა;

სესხი/კრედიტი − პროექტის ფარგლებში საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული ფულადი სახსრები წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელით, ვადითა და მიზნობრიობით;

სესხის გაცემის (მომსახურების) საკომისიო − საფინანსო ინსტიტუტის მიერ დაწესებული ტარიფი, რომელსაც მსესხებელი იხდის სესხის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის;

სესხის მიზნობრივი თანადაფინანსება - სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში გადახდილი მიზნობრივი თანხები;

სესხის დაფარვის გრაფიკი − სესხის თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის წინასწარ განსაზღვრული მოცულობით და პერიოდულობით დაფარვის განრიგი;

სესხის რეფინანსირება − ერთი პირის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იმავე ან სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან მიღებული ახალი სესხით;

უზრუნველყოფა − მსესხებლის მიერ წარდგენილი საფინანსო ინსტიტუტისთვის მისაღები ნებისმიერი ქონება, რომლის რეალიზაციით საფინანსო ინსტიტუტი აინაზღაურებს კრედიტის დაუბრუნებლობით მიღებულ ზიანს;

ფიზიკური პირი − საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;

პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმო − საწარმო, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად წარმოებას;

რესტრუქტურიზაცია - სესხის/ლიზინგის დაფარვის გრაფიკში ცვლილების შეტანა, მათ შორის რეფინანსირების გზით (რესტრუქტურიაზაციად არ მიიჩნევა სესხის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება);

ლიზინგი - ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისთვის განსაზღვრული ქონების ხელშეკრულებაში დათქმული ვადით სარგებლობაში გადაცემა, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ლიზინგის მიმღებისა და ლიზინგის გამცემის მიერ დადგენილი პერიოდულობით, საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლით;

ლიზინგის გამცემი - პროექტში მონაწილე სალიზინგო კომპანია, რომელთანაც სააგენტო გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას;

ლიზინგის მიმღები - საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტირებული ინდ.მეწარმე ან მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ლიზინგის მიმღებს სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და რომელიც აკმაყოფილებს შეღავათიანი აგროლიზინგის მოთხოვნებს;

ლიზინგის ხელშეკრულება - ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულება;

ლიზინგის საგანი - ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქონება;

ლიზინგის ვადა - ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის შეთანხმებული ვადა, რომლითაც ლიზინგის გამცემი ლიზინგის საგანს გადასცემს ლიზინგის მიმღებს;

ლიზინგის საგნის ღირებულება - ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის ლიზინგის საგნის ხელშეკრულებით დადგენილი ღირებულება;

ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობა - ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებიდან ავანსად გადასახდელი თანხა;

ლიზინგის გამცემის ინვესტიცია - ლიზინგის გამცემის მიერ დაფინანსებული ლიზინგის საგნის ღირებულების ის ნაწილი, რომელსაც დაერიცხება წლიური სარგებელი;

სალიზინგო საზღაური - ლიზინგის მიმღების მიერ პერიოდულად გადასახდელი თანხები, ლიზინგის ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით;

დარიცხული სარგებელი - ლიზინგის გამცემის ინვესტიციაზე დარიცხული წლიური სარგებელი;

ლიზინგის მიზნობრივი თანადაფინანსება - სააგენტოს მიერ ლიზინგის მიმღებისთვის გადასახდელი სალიზინგო საზღაურის თანადაფინანსების თანხა;

თანადაფინანსების პროექტი - „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“;

სეზონი - შესაბამისი ქვეკომპონენტით განსაზღვრული ყოველწლიური დროის შუალედი.

სახელმწიფო საწარმო - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა სახელმწიფო;

მუნიციპალური საწარმო - „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საწარმო, რომლის აქციების ან წილის 50%-ის ან მეტის მესაკუთრეა მუნიციპალიტეტი;

სახელმწიფოსთან აფილირებული საწარმო - სახელმწიფო, მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოს შვილობილი საწარმო; სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრებით პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებული საწარმოები; სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მეშვეობით დაფინანსებული საწარმოები; ასევე სახელმწიფო, მუნიციპალური ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საწარმოები, რომლებიც მართვის უფლებით გადაცემულია მესამე პირებზე;

პარალელური აგროლიზინგი – ერთი აგროლიზინგის მიმღების მიერ 2 ან მეტი დაუფარავი აგროლიზინგი, ერთი კომპონენტის ან ქვეკომპონენტის ფარგლებში;

მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთი - სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომლის მოცულობაც პერიოდულად იცვლება სესხის ვადის განმავლობაში. საპროცენტო განაკვეთი იქმნება ორი შემადგენელი ნაწილისაგან: ძირითადი განაკვეთი, რომელიც იცვლება ბაზრის კონიუნქტურაზე დამოკიდებულებით (ამ შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთი) და დანამატისაგან, რომელიც წარმოადგენს ფიქსირებულ სიდიდეს;

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი - სესხის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც უცვლელია სესხის მთელი პერიოდის განმავლობაში;

რეფინანსირების განაკვეთი - ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი და ერთგვარი ორიენტირი ფულადი საბაზრო განაკვეთებისათვის;

თანადაფინანსების შეთანხმება - პროექტის ფარგლებში სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის ან სააგენტოს, ბენეფიციარსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის გაფორმებული მიზნობრივი თანდაფინანსების შეთანხმება.

სიახლეები

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104  მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4  მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4 მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთწლოვანი კულტურების...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9  მილიონი ლარის ღირებულების  9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში  187,5  მილიონი ლარის ღირებულების  11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...
კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი...
სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი, ვალერი ვარდიაშვილი, ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი, ტარიელ აქოიანი, სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და...

წარმატების ისტორიები