ქვეკომპონენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის
- ქვეკომპონენტის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშულების ტექნიკის და იმპლემენტის ან/და ხე-ტყის დამამზადებელი ტექნიკის და იმპლემენტების (შემდგომში - ტექნიკა) შესასყიდად. (ხე-ტყის დამამზადებელი ტექნიკის და იმპლემენტების შესაბამისობა უნდა დასტურდებოდეს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობით), რომელთა შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
- ქვეკომპონენტის ფარგლებში იმპლემენტის შესყიდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მონაწილეს რეგისტრირებულ საკუთრებაში გააჩნია შესაბამისი ტექნიკა (დადასტურებული სათანადო დოკუმენტაციით) ან გაცემული სესხის მიზნობრიობა შესაბამისი ტექნიკ(ებ)ისა იმპლემენტ(ებ)ის ერთობლივი შესყიდვაა.
- ქვეკომპონენტის ფარგლებში ტექნიკის შესყიდვა შესაძლებელია როგორც ადგილობრივ ბაზარზე (საქართველოში რეგისტრირებულ ინდმეწარმისგან ან/და იურიდიული პირისგან) ისე იმპორტირებით.
- შესასყიდი ტექნიკა უნდა იყოს ახალი (გარდა შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან“ (ს/კ: 206348736) ან/და შპს „აგროსერვის ცენტრისგან“ (ს/კ 406321065) შესაძენი ტექნიკისა), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:
ა) ტექნიკის შესყიდვის მომენტში უნდა მოქმედებდეს ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული გარანტია (გარდა შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან“ (ს/კ:206348736) ან/და შპს „აგროსერვის ცენტრისგან“ (ს/კ 406321065) შესაძენი ტექნიკისა);
ბ) ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არა უმეტეს 3 კალენდარული წლით ადრე (გარდა შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან“ (ს/კ: 206348736) ან/და შპს „აგროსერვის ცენტრისგან“ (ს/კ 406321065) შესაძენი ტექნიკისა). - ქვეკომპონენტის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (7,000 ლარიდან 75,000 ლარამდე);
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ ინდ. მეწარმეებსანიურიდიულ პირებს - (ქვეკომპონენტით განსაზღვრულ ლიმიტის ფარგლებში, ნებისმიერი თანხის შემთხვევაში).
- ქვეკომპონენტის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტი განისაზღვრება 7,000 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით. ბენეფიციარის მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისათვის კომპონენტის ქვეკომპონენტის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ხეტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტის - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ხეტყის დამამზადებელი მექანიზაციისთვის ფარგლებში აღებული შეღავათიანი აგოკრედიტ(ებ)ისა და აგროლიზინგ(ებ)ის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 1,500,000 ლარს.
- ქვეკომპონენტის ფარგლებში სააგენტო უზრუნველყოფს სესხის არა უმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. თანადაფინანსება მოხდება ბენეფიციარის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად, სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით
- (ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებზე მეორადი უზრუნველყოფა არ ვრცელდება).
- კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს ფიქსირებული ან მცურავი:
ა) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
7,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 18%-სა |
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 17%-სა |
600,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 16%-სა |
ბ) მცურავი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
7,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8% |
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7% |
600,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6% |
14. პროგრამის მონაწილე ვალდებულია ბანკის მიერ სესხის გაცემიდან 6 თვის ვადაში შეისყიდოს/დაარეგისტრიროს საჭირო ტექნიკა. ამასთან პროგრამის მონაწილე ვალდებულია, სესხის გაცემიდან 7 თვის განმავლობაში, სესხის ხარჯვის მიზნობრიობის დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა (გარდა რეფინანსირებული სესხისა) (500,000 ლარის ჩათვლით დამტკიცებულ სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II, III ან IVკატეგორია; 500,001 ლარიდან დამტკიცებულ სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II, ან III კატეგორია ან სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) . თუ მონაწილემ აღნიშნულ ვადაში არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტო შეუჩერებს თანადაფინანსებას, ხოლო 12 თვის გასვლის შემდეგ სააგენტოს მხრიდან შეწყდება თანადაფინანსება. აღნიშნულ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, პროგრამის მონაწილეს დააკისროს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილ თანადაფინანსების სრული თანხის ანაზრაურება. ამასთან, პროგრამის მონაწილეს შეუძლია სესხის თანხა გამოიყენოს აუდიტორული დასკვნის საფასურის გადასახდელად, მაგრამ არა უმეტეს სესხის მოცულობის 1%-ისა და არა უმეტეს 15,000 ლარისა;
15. ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხით შესყიდულიტექნიკა, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, უფლებრივად დატვირთული უნდა იყოს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის სასარგებლოდ, სააგენტოს თანადაფინანსების მთელი პერიოდის განმავლობაში.
16. სააგენტოს მიერ სესხზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია პროგრამის მონაწილემ გაასხვისოს ქვეკომპონენტის ფარგლებში შესყიდული ტექნიკა ან გატანოს ის საქართველოს საზღვრის გარეთ.
17. ხე-ტყის დამამზადებელი ტექნიკის შესყიდვის მიზნით, საფინასო ინსტიტუტების მიერ სესხები გაიცემა 2021 წლის პირველი მაისიდან, იმ იურიდიულ პირებზე და ინდმეწარმეებზე, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ახმეტის, დედოფლისწყაროს, ყვარელის, თელავის, თიანეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
18. ქვეკომპონენტის ფარგლებში დაუშვებელია პროგრამის მონაწილეს სესხის თანხა მიეცეს ნაღდი ფულის სახით გარდა იმ შემთხვევისა, თუ სესხის თანხით ხდება ტექნიკის ან/და იმპლემენტის იმპორტის გზით შესყიდვა. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია პროგრამის მონაწილეზე ნაღდი ფულის გაცემა მხოლოდ საქონლის ტრანსპორტირების და განბაჟების მიზნით.
19. პირობები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ ქვეკომპონენტით, რეგულირდება ძირითადი საშუალების კომპონენტით.