ქვეკომპონენტი არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის
არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შეძენის და მისი გადამუშავების მიზნობრიობით. ამასთან, ვაშლის გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 0.09 ლარს ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტის გაცემა დასაშვებია ყოველი წლის პირველი სექტემბრიდან ამავე წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
ქვეკომპონენტის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 500,000 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა განისაზღვრება 9 თვით.
სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად და გადასამუშავებლად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს არასტანდარტული ვაშლის შეძენას ან/და გადამუშავებას.
ყოველი წლის 20 დეკემბრამდე, ბენეფიციარი ვალდებულია, მომსახურე საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა (500,000 ლარის ჩათვლით დამტკიცებულ სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II, III ან IVკატეგორია; ბ) 500,001 ლარიდან დამტკიცებულ სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II, ან III კატეგორია; გ) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“) , ბენეფიციარის მიერ მიმდინარე წლის სეზონზე არასტანდარტული ვაშლის შესაძენად გადახდილი თანხების და მოცულობების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე, რომელშიც გთვალისწინებული იქნება ვაშლის შეძენისთვის დახარჯული თანხა და რომელსაც დაემატება 0.09 ლარს ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით.
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, იყოს ფიქსირებული ან მცურავი:
ა) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
500,000 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 14%-ისა |
1,500,001 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს 13%-ისა |
ბ) მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:
სესხის მოცულობა | საპროცენტო განაკვეთი |
500,000 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა |
1,500,001 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით | არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5%-ისა |
სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად, (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე მიცემულ უნდა იქნეს არანაკლებ მომდევნო წლის 15 იანვრამდე. მომდევნო წლის 15 იანვრის შემდგომ, საშეღავათო პერიოდს, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.
პოტენციური ბენეფიციარი არ არის ვალდებული რეგისტრირებული იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
სიახლეები
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4 მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული
შეღავათიანი აგროსესხით ფერმერებს შეუძლიათ აგროდრონი და მეტეო სადგური შეიძინონ
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი 200 მლნ ლარით განისაზღვრა
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა
კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა
სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციაზე გვიყვება
ოთარ შამუგიამ ახალციხეში შპს „გეო ფლაუერის“ საწარმო დაათვალიერა
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება
ფერმერი ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება
სოფლის განვითარების სააგენტოს 2024 წლის შედეგები
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია
წარმატების ისტორიები

ალექსანდრე ფირცხალაიშვილი - ვარდების სათბური
ტაოფუდი - კომბინირებული საკვების საწარმო

წინწყარო + - რძის გადამმუშავებელი საწარმო
