მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი საბრუნავი საშუალებებისათვის
- ეს კომპონენტი საბრუნავი საშუალებებისათვის ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ მეხორცული ჯიშის მესაქონლეობაზე და თხილის პირველად წარმოებაზე გაცემულ საბრუნავი საშუალებების სესხებზე მეორად უზრუნველყოფას.
- კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული/არარესტრუქტურიზებული) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არა უმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში იმ შემთხვევაში თუ სესხი პირველადად უზრუნველყოფილია არანაკლებ 30%-ით. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არა უმეტეს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციამდე არსებული ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 300,000 ლარისა.
- მეორადი უზრუნველყოფა გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროგრამის მონაწილე წარადგენს აუდიტორულ დასკვნას სესხის მიზნობრივად ხარჯვის დასადასტურებლად.
- კომპონენტის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეს;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). - იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის წინაპირობებსა და წინამდებარე პროექტის მოთხოვნებს:
- ა) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში;
- ბ) ფერმა ან/და მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება აღნიშნული მიზნობრიობის განხორციელება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თანასაკუთრების შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანამესაკუთრეების თანხმობა სესხის ვადის განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის ვადაზე ნაკლები).
- კომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:
ა) მეხორცული ჯიშის მესაქონლეობისთვის შემდეგი სახის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად:
ა.ა) არასანაშენე და მოზარდი პირუტყვის შეძენა (როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივად);
ა.ბ) პირუტყვის საკვების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
ა.გ) პირუტყვის ვეტერინარული პრეპარატების მიმდინარე. დანახარჯების დაფინანსება;
ა.დ) შრომითი რესურსებისა და ვეტერინარის მომსახურების დაფინანსება.
ბ) თხილის პირველადი წარმოებისათვის შემდეგი სახის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად:
ბ.ა) პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
ბ.ბ) შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის;
ბ.გ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსება;
სიახლეები
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4 მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული
შეღავათიანი აგროსესხით ფერმერებს შეუძლიათ აგროდრონი და მეტეო სადგური შეიძინონ
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი 200 მლნ ლარით განისაზღვრა
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა
კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა
სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციაზე გვიყვება
ოთარ შამუგიამ ახალციხეში შპს „გეო ფლაუერის“ საწარმო დაათვალიერა
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება
ფერმერი ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება
სოფლის განვითარების სააგენტოს 2024 წლის შედეგები
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია
წარმატების ისტორიები

ალექსანდრე ფირცხალაიშვილი - ვარდების სათბური
ტაოფუდი - კომბინირებული საკვების საწარმო

წინწყარო + - რძის გადამმუშავებელი საწარმო
