პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები

ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა ყურძნის შესაძენად, ასევე ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების (ბოთლი, საცობი, ჩაჩი, ეტიკეტი და ყუთი) შესაძენად.

ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტის გაცემა დასაშვებია ყოველი წლის 20 აგვისტოდან ამავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კრედიტის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტოს" მიერ განსაზღვრულ საწარმოებს. აღნიშნულ საწარმოთა ჩამონათვალი განთავსდება სსიპ "ღვინის ეროვნული სააგენტოს" ვებგვერდზე https://wine.gov.ge   

ერთ ბენეფიციარზე, ერთ სეზონზე, გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის მაქსიმალური ვადა განისაზღვროს 15 თვით.

სააგენტო განახორციელებს ყურძნის შესაძენად და ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების (ბოთლი, საცობი, ჩაჩი, ეტიკეტი და ყუთი) შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული კრედიტის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს ყურძნის შეძენას და ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების (ბოთლი, საცობი, ჩაჩი, ეტიკეტი და ყუთი) შეძენას. 

ბენეფიციარი ვალდებულია, ყოველი წლის 30 ნოემბრამდე მომსახურე საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა (500,000 ლარის ჩათვლით დამტკიცებულ  სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II,  III ან IVკატეგორია; ბ) 500,001 ლარიდან დამტკიცებულ სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II, ან III კატეგორია;  გ) სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“) ბენეფიციარის მიერ მიმდინარე წლის სეზონზე ღვინის საწარმოებელი ყურძნის შესაძენად და ღვინის წარმოებისათვის საჭირო მასალების (ბოთლი, საცობი, ჩაჩი და ყუთი) შესაძენად გადახდილი თანხებისა და მოცულობების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარსა და სესხის გამცემ ბანკს შორის ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე.

კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს ფიქსირებული ან მცურავი:

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები: 

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 16%-ისა
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 15%-ისა
600,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 14%-ისა
1,500,001 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 13%-ისა
5,000,001 ლარიდან 10,000,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 12%-ისა

მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები: 

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%-ისა
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%-ისა
600,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%-ისა
1,500,001 ლარიდან 5,000,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5%-ისა
5,000,001 ლარიდან 10,000,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4%-ისა

სააგენტო განახორციელებს შეღავათიანი აგროკრედიტის არაუმეტეს 15 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, ბენეფიციარის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად, სესხის ძირითადი თანხის წლიური 12%-ის ოდენობით.

სესხის დაფარვა ხდება ანუიტეტით ან არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე მიცემულ უნდა იქნეს არანაკლებ მომდევნო წლის 15 იანვრამდე. მომდევნო წლის 15 იანვრის შემდგომ, საშეღავათო პერიოდს როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, განსაზღვრავს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი.

წინამდებარე ქვეკომპონენტის ის პირობები, რაც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ქვეკომპონენტით, რეგულირდება საბრუნავი საშუალების კომპონენტის ზოგადი პირობებით.

სიახლეები

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104  მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4  მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4 მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთწლოვანი კულტურების...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9  მილიონი ლარის ღირებულების  9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში  187,5  მილიონი ლარის ღირებულების  11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...
კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი...
სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი, ვალერი ვარდიაშვილი, ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი, ტარიელ აქოიანი, სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და...

წარმატების ისტორიები