პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის

1. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი/შემნახველი საწარმოებისთვის ძირითადი საშუალებებისთვის გამოყოფილ სესხების საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას.

2. სააგენტო უზრუნველყოფს  პროექტის მონაწილესთან თანადაფინანსების შეთანხმების საფუძველზე სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას.

იხ: მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება სააგენტოს, კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის (ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის)

3. სააგენტო ახორციელებს სესხების მონიტორინგს და დარღვევებზე რეაგირებას პროექტის ნებისმიერ ეტაპზე.

4. ძირითადი საშულებების კომპონენტში შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

4.1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი −  20 000 ლარიდან 75 000 ლარამდე სესხების შემთხვევაში;

4.2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

4.3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა).

5. ძირითადი საშუალებებისთვის სესხი გაიცემა ახალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების, მოდერნიზაციის ან/და სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, შემდეგი მიზნობრიობ(ებ)ით:

5.1. გადამამუშავებელი საწარმოები:

5.1.1. ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;

5.1.2. ალკოჰოლური სასმელების წარმოება;

5.1.3. ჩაის წარმოება და/ან დაფასოება;

5.1.4. ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;

5.1.5. კაკლისა და თხილის გადამუშავება;

5.1.6. მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;

5.1.7. მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;

5.1.8. ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;

5.1.9. სასაკლაოს მოწყობა;

5.1.10.     მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება

5.1.11. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება;

5.1.12. ორგანული სასუქის წარმოება;

5.1.13      მაკარონის ნაწარმის წარმოება.

5.2. ინფრასტრუქტურული საწარმოები:

5.2.1. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;

5.2.2. მარცვლეულის საშრობები;

5.2.3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება, გარდა ქაღალდის შესაფუთი მასალის წარმოებისა;

5.2.4. ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;

5.2.5. ქვევრების წარმოება ღვინისთვის;

5.3. პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები:

5.3.1. მეცხოველეობის ფერმა (გარდა მსხვილფეხა პირუტყვისა)

5.3.2. მეფრინველეობის ფერმა

5.3.3. ფრინველის საჩეკი მეურნეობა;

5.3.4. ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;

5.3.5. სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება (კენკროვანი კულტურებისთვის და მრავალწლოვანი ყვავილებისთვის განკუთვნილი სათბურის შემთხვევაში, დასაშვებია ნერგების და ქოთნების შეძენა)

5.3.6. თევზის წარმოება;

5.3.7. მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება (გარდა ფუტკრის ოჯახების და სკების შეძენისა);

5.3.8. უხერხემლო მუცელფეხებიანი ცხოველების და კრევეტების წარმოება.

6. შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობა:

6.1. არსებული შენობების, სათბურების, თევზის ავზებისა და ტბორების მოწყობა, რემონტი;

6.2. ახალი შენობების, სათბურების, თევზის ავზების და ტბორების აშენება, მოწყობა, რემონტი;

6.3. ტექნოლოგიური ხაზების, (მათ შორის არასტაციონალური), კლიმატის შემქმნელი ტექნიკისა და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, საწველი აპარატურის (გარდა მსხვილფეხა პირუტყვისა), საკვების მოსამზადებელი დანადგარებისა და სხვა შეძენა, მონტაჟი, რემონტი;

6.4. შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნების და შენახვის სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი, რემონტი;

6.5. წყლის ჭაბურღილის მოწყობა, წყლის, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის მოწოდების წყაროებზე და კანალიზაციაზე მიერთება, განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი, მოწყობა;

6.6. შემდეგი შესაფუთი მასალების წარმოება:

6.6.1. ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის შესანახი და გადასაადგილებელი ხის და პლასტმასის ყუთები;

6.6.2. ალკოჰოლური სასმელების ჩამოსასხმელი მინისა და თიხის ბოთლები, საცობები;

6.6.3. საკონსერვო და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქციისთვის მინის, თუნუქის და პლასტმასის ტარა, ხუფები;

6.7. საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეც-ტექნიკისა და მისაბმელების

(მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლისა და სხვა) შეძენა, რემონტი;

6.8. სანაშენე ფრინველის, კურდღლის, ბოცვრის, თევზის, თხისა და ღორის შეძენა (სანაშენე ფრინველის, კურდღლის, ბოცვრის, თხისა და ღორის შეძენა შესაძლებელია იმპორტის გზით, ან ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ განსაზღვრული სანაშენე მეურნეობებიდან. სანაშენე მეურნეობების სიას განსაზღვრავს სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი);

6.9. არსებული მრავალწლოვანი კულტურების ბაღების, პლანტაციების რემონტი/აღდგენა, კერძოდ:

6.9.1. ხილის კურკოვანი და თესლოვანი ჯიშები;

6.9.2. კაკლოვანი კულტურები;

6.9.3. კენკროვანი კულტურები;

6.9.4. ციტრუსოვნები და სხვა სუბტროპიკული კულტურები;

6.9.5. ჩაი, დაფნა და სხვა ტექნიკური კულტურები;

6.9.6. მრავალწლოვანი ყვავილები;

6.9.7. მერქნის მომცემი და სწრაფად მზარდი მცენარეების სახეობები;

6.10. საჩითილეებისა და სანერგეების მოწყობა (გარდა ვაზის);

6.11. სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა (გარდა ვაზის);

6.12. მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემებისა (გარდა ვაზისა) ან/და დამცავი ბადეების რემონტი, მოწყობა;

6.13. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის რემონტი, მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტრო ღობე) (გარდა ვაზის);

6.14. მეცხოველეობისათვისა და მემცენარეობისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა.

6.15. ენერგოეფექტური საწარმოები:

6.15.1. ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება;

6.15.2. ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოები;

6.16. აუდიტორული დასკვნის საფასური, არა უმეტეს სესხის მოცულობის 1%-სა, მაგრამ არა უმეტეს 15,000 ლარისა.

6.17. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა.

7. დაუშვებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის საქმიანობა:

7.1. მიწის შეძენა;

7.2. არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების, სათბურების და სხვა შეძენა;

7.3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე იმპლემენტების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) რემონტი;

7.4. სატრანსპორტო (გარდა სპეცტექნიკისა და მისაბმელისა, ტექნიკისა და იმპლემენტისა, არასტაციონარულ ტექნოლოგიურ ხაზებთან ინტეგრირებული სატრანსპორტო საშუალებისა), მფრინავი (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატისა (აგროდრონი) შესხურების ფუნქციით და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატისა (აგროდრონი) აგრონომიული დანიშნულების სკანირების განხორციელებისთვის) და მცურავი საშუალებების შესყიდვა, რემონტი.

7.5. მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;

7.6. სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წილ(ებ)ის შეძენა.

8. შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დაფინანსდეს თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები.

9. თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტების (მათ შორის, პარალელური სესხების) მოცულობები, დაფინანსების პროპორციები, მიზნობრიობა (მათ შორის, ისეთი მიზნობრიობა, რომელიც ამ მუხლით აკრძალულია ან არ არის განსაზღვრული) და ტრანშების გაცემის ვადები განისაზღვრება თანადაფინანსების პროექტით.

10. ძირითადი საშუალებებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსდებიან საწარმოები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე და გამოიყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს.

დაუშვებელია იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც გათვლილია მხოლოდ იმპორტირებული ნედლეულის გადამუშავებაზე და არაადგილობრივი შრომითი რესურსების გამოყენებაზე.

11. დასაშვებია სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციის თარიღისთვის გრაფიკით გათვალისწინებულ დარჩენილ თანადაფინანსების ჯამურ თანხას.

12. დასაშვებია კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება თუ:

ა) სესხი გაცემულია 2017 წლის 15 თებერვლამდე და გაიცა მე-5 და მე-6 პუნქტებში მითითებული მიზნობრიობებით;

ბ) სესხი გაიცა 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ და სესხის რეფინანსირების თარიღისთვის ახალი სესხის თანხა არ აღემატება თავდაპირველი სესხის ნარჩენ ძირითად თანხას. ამასთან, ასეთი სესხის რეფინანსირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხისთვის განკუთვნილი თანადაფინასების დარჩენილი ვადა და სააგენტოს დარჩენილი გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.

13. დასაშვებია ინდივიდუალური მეწარმის მიერ იმ სესხის რეფინანსირება, რომელიც აღებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციამდე.

14. დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, თუ მათი ჯამი არ აღემატება შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტში ერთ მონაწილეზე განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.

15. შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა ძირითადი საშუალებებისთვის განისაზღვრება 20,000 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით. სესხის ვადის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.

16. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი დგინდება მისი მოცულობიდან გამომდინარე. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს ფიქსირებული ან მცურავი:

16.1. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 18%-სა
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 17%-სა
600,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს 16%-სა

16.2. მცურავი (ცვლადი) საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი უნდა იყოს შემდეგი წლიური საპროცენტო განაკვეთები:

სესხის მოცულობა საპროცენტო განაკვეთი
20,000 ლარიდან 150,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%
150,001 ლარიდან 600,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7%
600,001 ლარიდან 1,500,000 ლარის ჩათვლით არაუმეტეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 6%

17. სააგენტოს მონაწილეობა:

17.1. სააგენტოს მიერ არა უმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება მოხდება მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არა უმეტეს 50 თვის განმავლობაში.

17.2. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულიმიზნობრიობების ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული/არარესტრუქტურიზებული) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არა უმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 50 თვის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ სესხის პირველად უზრუნველყოფას წარმოადგენს მხოლოდ ის ქონება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფინანსდება სესხის თანხით. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს (პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციის შედეგად უნდა დაიფაროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შესაძლოა შეადგენდეს არა უმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 10%) სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არა უმეტეს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციამდე არსებული ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინტიტუტზე არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ სესხზე უკვე მოქმედებს, რომელიმე პრორამის/პროექტის საკრედიტოსაგარანტიო მექანიზმი.

18. კრედიტის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს:

18.1. 50,000 ლარამდე − 0.5%-ს; 18.2. 50,001 ლარი ან მეტი − 0.2%-ს.

19.სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ჯარიმა.

20. გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს მსესხებელს ჯარიმა. ჯარიმა არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

21. სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არა უმეტეს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.

22. სესხის დაფარვის გრაფიკის განსაზღვრა ხდება პროგრამაში მონაწილე პირსა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.

23. სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

24. კომპონენტის ან ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია პარალელური სესხები. სხვადასხვა ვალუტაში მიმდინარე სესხების არსებობის შემთხვევაში, ახალი სესხის დამტკიცების მომენტისათვის ყველა სესხის ჯამური მიმდინარე ნაშთი ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის გათვალისწინებით არ უნდა აღემატებოდეს 1 500 000 ლარს. ამავდროულად კომპონეტის და ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხები ერთმანეთის პარალელურ კრედიტებად არ განიხილება.

25. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებზე პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებულიხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ამასთან, ბენეფიციარი ვალდებულია სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხისა) თითოეული ტრანშის მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში უზრუნველყოს ტრანშის სრულად გახარჯვა (სესხის თანხით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვა (გარდა მომსახურებისა) უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისგან ან იმპორტის გზით) და სესხის მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა (გარდა რეფინანსირებული სესხისა) (500 000 ლარის ჩათვლით დამტკიცებულ  სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II,  III ან IVკატეგორია; 500 001 ლარიდან დამტკიცებულ სესხებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ რეესტრში არსებული პირები, რომელსაც აქვს I, II, ან III კატეგორია ან სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო). აუდიტორული დასკვნა საფინანსო ინსტიტუტს უნდა წარედგინოს სესხის ან მისი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 7 (შვიდი) თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში, ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტო შეუჩერებს ბენეფიციარს თანადაფინასებას, ხოლო თუ 12 (თორმეტი) თვის ვადაში არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა სააგენტოს მხრიდან წყდება თანადაფინასება და მეორადი უზრუნველყოფა.

26. დასაშვებია, მხოლოდ იმპორტის გზით შეძენილი აქტივებისთვის მომსახურე ბანკში გახსნილი დოკუმენტური აკრედიტივის, სესხის თანხით დაფარვა.

27. ძირითადი საშუალებების და მისი ქვეკომპონენტების ფაგლებში გაცემული სესხების შემთხვევაში, თუ ერთ სესხად არის გაცემული აღნიშნული კომპონენტის/ქვეკომპონენტის მიზნობრიობებისთვის განკუთვნილი თანხები, დასაშვებია მათი გამიჯვნა, ახალი სესხის/სესხების გაცემით, თუ ახალი სესხის თანხა არ იქნება კომპონენტით/ქვეკომპონენტით განსაზღვრულ მინიმალურ თანხაზე ნაკლები.

აუდიტორული დასკვნაში მისათითებელი ინფორმაცია

სიახლეები

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 90,2 მილიონი ლარის ღირებულების 5,669 სესხია გაცემული

გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104  მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 104 მლნ ლარის 6,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4  მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

მიმდინარე წლის 22 მარტიდან დღემდე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, 131,4 მლნ ლარის 8,651 შეღავათიანი სესხია გაცემული

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთწლოვანი კულტურების...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9  მილიონი ლარის ღირებულების  9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის,  სახელმწიფო პროექტის...
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში  187,5  მილიონი ლარის ღირებულების  11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 187,5 მილიონი ლარის ღირებულების 11,960 სესხია გაცემული

ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ...
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი...
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და  სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ...
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა  და...
კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი საწარმო ამოქმედდა

კახეთის რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის მხარდაჭერით ახალი...
სოფლის განვითარების სააგენტო  მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსებას ახალი პირობებით გასცემს

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მსხვილფეხა მეცხოველეობის...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი, ვალერი ვარდიაშვილი, ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი, ტარიელ აქოიანი, სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და...

წარმატების ისტორიები

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე მეურნეობების შესახებ გვიყვება

ფერმერი, ვალერი ვარდიაშვილი, ატმის მოსავლის რეალიზაციასა და სამაცივრე...
ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და სამაცივრე მეურნეობის შესახებ გვიყვება

ფერმერი, ტარიელ აქოიანი, სახელმწიფოს მხარდაჭერით ატმის მოსავლის ექსპორტსა და...